მალინ ოკერმანი
მალინ ოკერმანი | |
---|---|
მალინ ოკერმანი ტრიბეკას კინოფესტივალზე 2012 წელს | |
დაბადების სახელი | მალინ მარია ოკერმანი |
დაბადების თარიღი |
12 მაისი, 1978 წ სტოკჰოლმი, შვედეთი |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი |
აქტიური | 1997–დღემდე |
მალინ ოკერმანი (შვედ. Malin Åkerman; დ. 12 მაისი, 1978, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედური წარმოშობის კანადელი კინომსახიობი, მოდელი და მომღერალი. დაიბადა შვედეთის დედაქალაქში, კანადაში კი ორი წლიდან ცხოვრობს. ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ჩნდებოდა ტელერეკლამებში, თექვსმეტი წლის ასაკში კი სამოდელო სააგენტოსთან მოაწერა კონტრაქტს ხელი. ოკერმანის კინოდებიუტი 1997 წელს სერიალში „დედამიწა: საბოლოო კონფლიქტი“ შედგა. ამის შემდეგ ქერათმიანი ლამაზმანი არაერთ კანადურ ტელეპროექტში მიიწვიეს. ცნობილია კომედიური როლებით.
ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალინი სტოკჰოლმში დაიბადა. დედამისი, პია, მოდელი იყო, მამა , მაგნუს ოკერმანი კი — სადაზღვევო ბროკერი. როდესაც მალინს ორი წელი შეუსრულდა, ოჯახი სტოკჰოლმიდან კანადაში გადავიდა საცხოვრებლად და ტორონტოში დაიდო ბინა. რამდენიმე წელიწადში ცოლ-ქმარი განქორწინდა. მაგნუსი შვედეთში დაბრუნდა, პია კი ქალიშვილთან ერთად კანადაში დარჩა. სკოლის დამთავრების შემდეგ მალინმა იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა. 16 წლისამ სამოდელო სააგენტოში Ford Models შერჩევა გაიარა და რამდენიმე წლიწადი ამ სააგენტოს წამყვან მოდელადაც მუშაობდა. შემდეგ კალიფორნიაში გადავიდა და ჰოლივუდური კინოკარიერა დაიწყო.