Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

მარტოკბილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტოკბილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ვეშაპისნაირნი
ოჯახი:  დელფინისებრნი
სახეობა:  მარტოკბილა
ლათინური სახელი
Monodon monoceros
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 13704
გავრცელება

მარტოკბილა, ნარვალი[1] (ლათ. Monodon monoceros) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 5-6 მ, მასა — 1 ტ აღწევს. აქვს მხოლოდ ზედა 2 კბილი, რომელთაგან მარცხენა ძლიერ ვითარდება და 3 მ-მდე სიგრძეს აღწევს. გავრცელებულია არქტიკის ზღვებში. იკვებება თავფეხიანი მოლუსკებით და თევზებით. ახალგაზრდა მარტოკბილა მოცისფრო-მორუხოა, ხანდაზმული — მუცლის მხრიდან მოთეთრო-მოყვითალო; ზურგის მხარეზე ხალები ემჩნევა. შობს 1 (იშვიათად 2) ნაშიერს, რომლის სიგრძე 1,5 მ აღწევს. ცხოვრობს ხროვად. ზოგან მარტოკბილას ხორცს ჭამენ და მის ტყავსა და კბილებს იყენებენ.