მდგნალი
იერსახე
მდგნალი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Salix caprea | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19620273 | |||||||||||||||
|
მდგნალი (Salix caprea) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი ან ტანდაბალი (10 მ-მდე) ხე ტირიფის გვარის. ნორჩი ყლორტები ლეგაა, ბუსუსიანი. ფოთლები — ფართოა, ელიფსური ან წაგრძელებული, ზემოდან მუქი მწვანე და შიშველი, ქვემოდან ქეჩისებრბუსუსიანი და ლეგა მწვანე.
გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში. იზრდება მთელ საქართველოში, დაბლობიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე, ტყის პირებზე, მდინარეებისა და რუების გასწვრივ. თაფლოვანია. ქერქი შეიცავს ტანიდებს და იყენებენ ტყავის მოსათრიმლავად. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 528.