მეისი გრეი
მეისი გრეი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ნატალი რენე მაკინტაირი |
დაბ. თარიღი | 6 სექტემბერი, 1967 |
დაბ. ადგილი | Canton[1] |
წარმოშობა | კანტონი, ოჰაიო, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | R&B, soul, jazz |
საქმიანობა | მუსიკოსი, მსახიობი |
აქტიური | 1990 - დღემდე |
საიტი | macygrayofficial.com |
მეისი გრეი ვიკისაწყობში |
ნატალი რენე მაკინტაირი, პროფესიონალურად ცნობილი როგორც მეისი გრეი (ინგლ. Natalie Renée McIntyre; დ. 6 სექტემბერი, 1967, კანტონი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. იგი ცნობილია თავისი გამორჩეული, მღელვარე ხმით. მუსიკოსის დისკოგრაფიასა და სტილზე დიდი გავლენა იქონია ბილი ჰოლიდეიმ.[2]
გრეის გამოშვებული აქვს ათი სტუდიური ალბომი და მიღებული აქვს გრემის ხუთი ნომინაცია. იგი გამოჩნდა უამრავ ფილმში, მათ შორის საწვრთნელი დღე, ადამიანი ობობა, ძალიან საშიში კინო 3, ლაკავანას ბლუზი, აიდლუაილდი, ფერადი გოგონებისთვის და ქაღალდის ბიჭუნა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეისი გრეი დაიბადა კანტონში, ოჰაიო.[3][4] მუსიკოსის დედა, ლორა მაკინტაირი, იყო მათემატიკის მასწავლებელი. მას ჰყავს უმცროსი ძმა, ნეიტი, რომელსაც აქვს სპორტდარბაზი დასავლეთ ფილადელფიაში.[5] მან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა შვიდი წლის ასაკში.[6] ბავშვობაში ის ველოსიპედით დაეტაკა მეზობლის, მეისი გრეის, საფოსტო ყუთს. მან ეს სახელი გამოიყენა თავის მოთხრობებში და მოგვიანებით გადაწყვიტა თავის სასცენო სახელადაც გამოყენება. გრეი სკოლაში სწავლობდა მერილინ მენსონთან ერთად, თუმცა ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.[6] სკოლის დამთავრების შემდეგ მუსიკოსმა სწავლა დაიწყო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.[7]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გრეი შეხვდა მწერალ-პროდიუსერს ჯო სოლოს ბევერლი ჰილზში მოლარედ მუშაობის დროს.[8] მათ ერთად დაწერეს სიმღერები. გრეიმ დაიწყო სიმღერა ჯაზ-კაფეებში ლოს-ანჯელესში.[9] მალევე მუსიკოსს დაუკავშირდა ლეიბლი Atlantic Records. შემდეგ მან დაიწყო თავისი სადებიუტო კომპოზიციების ჩაწერა, თუმცა ამ დროს ის ლეიბლიდან ჩამოაგდეს.[10] მეისი დაბრუნდა ოჰაიოში. 1998 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება Epic Records-თან.[11]
გრეიმ 1999 წელს დაიწყო მუშაობა თავის სადებიუტო ალბომზე პროდიუსერ დერილ სვანთან ერთად.[12] ალბომი, On How Life Is, გამოვიდა იმავე წელს და მალევე მოიპოვა პოპულარობა.[13] პირველი სინგლი, „Do Something", ჩარტებში ვერ მოხვდა, მაგრამ მეორე სინგლმა, „I Try", გამოშვებიდან მალევე მიაღწია წარმატებას.[14]
2001 წელს გრეიმ მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის „I Try", რომელიც ასევე იყო ნომინირებული „წლის სიმღერისა" და „წლის ჩანაწერის“ კატეგორიებში.[15]
მუსიკოსმა 2001 წელს გამოუშვა თავისი რიგით მეორე ალბომი „The Id“. ალბომი ბილბორდ 200-ში მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.[16] ალბომი პირველ ადგილზე გავიდა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში და მიიღო ოქროს სერტიფიკატი BPI-ს მიერ.[17] 2002 წელს მუსიკოსმა ითამაშა ფილმში ადამიანი ობობა.[18]
2003 წელს გრეიმ გამოუშვა თავისი რიგით მესამე სტუდიური ალბომი, The Trouble with Being Myself. ალბომის წამყვანი სინგლი, „When I See You", გახდა რადიო ჰიტი აშშ-სა და ბრიტანეთში, თუმცა ალბომმა ვერ მიიღო კარგი შეფასებები კრიტიკოსებისგან და თაყვანისმცემლებისგან.[19] მიუხედავად ამისა, ალბომი მოხვდა ჩარტის ტოპ-20-ში დიდ ბრიტანეთში.[20][21] შემდგომში გამოვიდა მუსიკოსის საუკეთესო ჰიტების კოლექცია და ცოცხალი ალბომები: The Very Best of Macy Gray (2004) და Live in Las Vegas (2005).
2007 წლის მარტში გრეიმ გამოუშვა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი, Big.[22] ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი, „Finally Made Me Happy" და „Shoo Be Doo".[23] ალბომმა დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება.[24] ის ბილბორდ 200-ში 39-ე ადგილზე გავიდა. ალბომმა მიაღწია 62-ე ადგილს ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[25]
პირველი სინგლი გრეის მეხუთე სტუდიური ალბომიდან The Sellout, „Beauty in the World", წარმოდგენილი იყო სატელევიზიო სერიალის, Ugly Betty, ფინალურ სერიაში. სინგლი მოხვდა აშშ-ის ბილბორდის საცეკვაო სიმღერების ჩარტში. ალბომმა გამოსვლისთანავე მიიღო შერეული შეფასებები მუსიკალური კრიტიკოსებისგან. Metacritic-ზე მას 57 ქულა აქვს.[26]
2011 წელს გრეიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ლეიბლთან 429 Records და დაიწყო ქავერების ჩაწერა მისი შემდეგი სტუდიური ალბომისთვის Covered. ალბომი ოფიციალურად გამოვიდა 2012 წლის 26 მარტს.[27]
2014 წელს მუსიკოსმა გამოუშვა რიგით მერვე სტუდური ალბომი The Way.[28]
2016 წელა მუსიკოსმა გამოუშვა ახალი ალბომი Stripped. ალბომმა კრიტიკოსების ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა. ის ბილბორდის ჯაზის ჩარტში მე-3 ადგილზე გავიდა.
2021 წელს გრეი მონაწილეობდა The Masked Singer-ის ავსტრალიური ვერსიის მესამე სეზონში. გრეიმ წარმოადგინა თავისი შტატი ოჰაიო 2022 წლის ამერიკის სიმღერის კონკურსზე სიმღერით „Every Night".
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- On How Life Is (1999)
- The Id (2001)
- The Trouble with Being Myself (2003)
- Big (2007)
- The Sellout (2010)
- Covered (2012)
- Talking Book (2012)
- The Way (2014)
- Stripped (2016)
- Ruby (2018)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #135134986 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Hellomagazine.com. Macy Gray. Biography, news, photos and videos English. ციტირების თარიღი: March 8, 2022
- ↑ Lemoncelli, Jenna. (March 4, 2022) Macy Gray dissects 'laughing' LeBron James reaction from All-Star Game en-US. ციტირების თარიღი: March 30, 2022
- ↑ McGrath, Nick (August 4, 2012). „Macy Gray: My family values“. The Guardian. ციტირების თარიღი: July 13, 2014.
- ↑ Kleinmann, James. (May 25, 2020) TV Review: Queer Eye season 5. The Queer Review. ციტირების თარიღი: June 6, 2020
- ↑ 6.0 6.1 Cragg, Michael (September 6, 2012). „Macy Gray: 'I always had a kind of funny voice and it never occurred to me that I could sing'“. The Guardian. ციტირების თარიღი: January 6, 2017.
- ↑ Diu, Nisha Lilia (May 30, 2010). „Macy Gray interview: 'I was a clown'“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2022. ციტირების თარიღი: July 13, 2014.
- ↑ Joe Solo Hits it 'Big' with Macy Gray and Stylus RMX. Spectrasonics (January 4, 2010). ციტირების თარიღი: May 5, 2013
- ↑ Macy Gray (1967- ) • en-US (October 4, 2021). ციტირების თარიღი: March 8, 2022
- ↑ Minnick, Doug. (August 2003) Tom Carolan Vice President of A&R, Lava Records. Taxi Transmitter. ციტირების თარიღი: May 14, 2011
- ↑ Dougherty, Steve. (March 12, 2001) Shades of Gray – Macy Gray. ციტირების თარიღი: January 2, 2011
- ↑ Cromelin, Richard; Nichols, Natalie; Baker, Soren (March 25, 2007). „Odd charm works only so long for Macy Gray“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: May 12, 2010.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2008. ციტირების თარიღი: October 27, 2008
- ↑ Usborne, David (March 4, 2000). „Macy Gray: The new voice of soul“. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2008. ციტირების თარიღი: April 5, 2010.
- ↑ Allen, Jamie (February 21, 2001). „Madonna, Macy kick off Grammys“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 4, 2008.
- ↑ Macy Gray News. Yahoo! Music. ციტირების თარიღი: January 2, 2011[მუდმივი მკვდარი ბმული]
- ↑ Price, Simon (August 27, 2001). „Macy Gray : Old Vic“. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 2, 2008. ციტირების თარიღი: April 5, 2010.
- ↑ vanHorn, Teri; Johnson, Tina. Macy Gray Plans The Id LP, 'Spider-Man' Role. MTV (March 13, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2008. ციტირების თარიღი: January 2, 2011
- ↑ Daniels, Karu F.. (February 5, 2007) MACY GRAY: Back Into the Swing of Things – Entertainment Newswire. AOL. ციტირების თარიღი: January 2, 2011
- ↑ Macy Gray – The Trouble With Being Myself – Review. Uncut. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2008. ციტირების თარიღი: January 2, 2011
- ↑ Music – Review of Macy Gray – The Trouble With Being Myself. BBC (May 6, 2003). ციტირების თარიღი: January 2, 2011
- ↑ New Album Releases, 3-27-2007: Macy Gray, Ego Plum, Tim McGraw, Warren Zevon re-issues. Blogcritics.org (July 2, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2009. ციტირების თარიღი: January 2, 2011
- ↑ Macy Gray and Mixed Chicks go "BIG" – Macy Gray, Music, Mixed Chicks. Free-press-release.com (August 2007). ციტირების თარიღი: January 2, 2011
- ↑ Mesure, Susie (September 2, 2007). „Why Macy Gray is big over here“. The Independent. London. ციტირების თარიღი: April 5, 2010.
- ↑ Macy Gray – Big – Music Charts. ციტირების თარიღი: January 2, 2011
- ↑ The Sellout (2010): Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2010. ციტირების თარიღი: July 1, 2010
- ↑ Macy Gray. 429 Records (March 9, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2012. ციტირების თარიღი: March 29, 2012
- ↑ Macy Gray on Her Drug Use And Reaction To Fame: 'I Was A Massive A**hole' (VIDEO). HuffPost (October 20, 2014). ციტირების თარიღი: October 22, 2014
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - May 2017
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 6 სექტემბერი
- დაბადებული 1967
- ამერიკელი ქალი მომღერლები
- ამერიკელი მუსიკოსები
- Geffen Records-ის შემსრულებლები
- Atlantic Records-ის შემსრულებლები
- Epic Records-ის შემსრულებლები
- Concord Records -ის შემსრულებლები
- Mack Avenue Records-ის შემსრულებლები