მენაღმე ბუზისებრნი
იერსახე
მენაღმე ბუზისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Phytomyza ilicis | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Agromyzidae | ||||||||||||
|
მენაღმე ბუზისებრნი (ლათ. Agromyzidae) — მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. პატარა მწერებია, რომელთა სიგრძე 1-3 მმ აღწევს. მსოფლიოში ცნობილია 600 სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული. მკვეთრად გამოხატული ფოტოფაგებია. მატლი ცხოვრობს ცოცხალ მცენარეების ქსოვილებში, სასვლელებს იკეთებს ფოთლებსა და ყლორტებში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნაღმები (აქედან სახელწოდებაც). ყველაზე დიდი ზიანი მოაქვს Phytomyxa atricornis-ის მატლებს, რომლებიც აზიანებენ ბარდას, კომბოსტოს, კიტრის, ჭარხლის, გოგრისა და სხვა კულტურების ფოთლებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 569.