მერიკჰიპუსი (ლათ.Merychippus) — ამომწყდარიცხენებისგვარი. მისი ნაშთები ცნობილია შუა და ზედა მიოცენური ნალექებიდან.[1][2] გავრცელებული იყო 15,97–5,33 მილიონი წლის წინ[3]ჩრდილოეთ ამერიკაში. წარმოშობილია ადრეულ გვარ პარაჰიპუსიდან[2] ან მიოჰიპუსიდან.[1] ცხოვრობდნენ ჯგუფებად. სიმაღლეში 89 სმ-ს აღწევდა,[4] იწონიდა საშუალოდ 71-დან 100 კგ-მდე.[5] ჰქონდა 3-თითიანი კიდურები.[1] მიოცენის პერიოდში ბუნებამ მკვეთრი ცვლილებები განიცადა, ტყის მასივები ბალახოვან ვაკეებად გადაიქცა. ამან გამოიწვია ცხენისებრთა ჩლიქებისა და კბილების ევოლუცია.[6] შუა თითი გადაიქცა ჩლიქად, ქვევიდან ბალიში გაუქრა. ზოგიერთ სახეობას გვერდითი თითები გრძელი ჰქონდა, მაგრამ სხვებისა ზომაში შემცირდა და მიწას მხოლოდ სირბილის დროს ეხებოდა. ბალახის სიმრავლე ნიშნავდა ფიტოლითით მდიდარ უფრო მეტ საკვებს. შესაბამისად, მერიკჰიპუსის კბილებმაც ევოლუცია განიცადა ადრინდელ წარმომადგენლებთან შედარებით: კბილის გვირგვინი ამაღლდა, დაიფარა უფრო მეტი ცემენტით, მიიღო მრუდე ფორმა, რითაც მერიკჰიპუსი დაემსგავსა ბალახისმძოველ ცხოველებს.[7]