Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

მურთაზ ხურცილავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურთაზ ხურცილავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მურთაზ კალისტრატეს ძე ხურცილავა
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1943 (1943-01-05) (81 წლის)
დაბადების
ადგილი
ბანძა, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1961–1975 დინამო თბ. 293 (15)
1975–1976 ტორპედო ქ. 47 (4)
ეროვნული ნაკრები
1965–1973 სსრ კავშირი 69 (6)
სამწვრთნელო კარიერა
ლოკომოტივი სამტრედია
1977 დინამო ზუგდიდი
1982 გურია ლანჩხუთი
1987–1989 დინამო თბილისი (თანაშემწე)
1997–1999 დინამო თბილისი
1999 ლოკომოტივი თბილისი
1999–2001 საქართველო 21 წლ.
2001–2003 საქართველო (თანაშემწე)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მურთაზ ხურცილავა (დ. 5 იანვარი, 1943, ბანძა, გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე.

იცავდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1966 წლის ინგლისისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

ათჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ხუთჯერ პირველ ნომრად.[2][3][კომ. 1]

2013 წელს მიიღო სპორტის რაინდის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.[4]

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის მურთაზ ხურცილავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[5]

1965–1973 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 69 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.[6][7][8]

საბჭოთა კავშირი
წელი მატჩი გოლი
1965 5 0
1966 6 0
1967 14 2
1968 6 3
1969 3 0
1970 8 0
1971 4 0
1972 17 1
1973 6 0
ჯამში 69 6

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურთაზ ხურცილავამ მსოფლიო ჩემპიონატების 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[9]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1966 დროშა: ინგლისი ინგლისი საბჭოთა კავშირის დროშა 7 ნახევარმცველი 3 0 2 0 1
მეოთხე ადგილი
1970 მექსიკის დროშა მექსიკა საბჭოთა კავშირის დროშა 8 მცველი 3 0 2 0 1 მეოთხედფინალი

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე მურთაზ ხურცილავა 717 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[10][11]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად მურთაზ ხურცილავა საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[12][13]

2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი.

ეროვნულ ნაკრებში
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970[14][15]
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
მსოფლიო ჩემპიონატი
  • მეოთხე ადგილი: 1966
ევროპის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1972
33 საუკეთესო
  • №1: 1968, 1969, 1971, 1972, 1973
  • №2: 1965, 1966
  • №3: 1963, 1967, 1970
  • აკოფოვი, გ. (1967). ფეხბურთი—67 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. ჟურნ. კავშ.,სჟფ. 
  • აკოფოვი, გ. (1968). ფეხბურთი 1968. თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია. 
  • აკოფოვი, გ. (1971). ფეხბურთი—71 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. 
  • აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი—72 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. 
  • აკოფოვი, გ. (1973). ფეხბურთი—73 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. 
  • აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი—74 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. 
  • აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი—75 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. 
  • ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L. 
  • გოდუაძე, ლ. (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: „მსოფ. სპორტი“. 
  • თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ.. 
  • თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96. 
  • კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო. თბილისი: საბჭ. საქართველო. 
  • ლოლაძე, დემიკო (1984). მურთაზ ხურცილავა. თბილისი: საბჭ. საქართველო. 
  • ფანჯიკიძე, გურამ (1970). ფეხბურთის სამშობლოში. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. 
  • ფანჯიკიძე, გურამ (1967). ფეხბურთის სამშობლოში. თბ.: ნაკადული. 
  • ქლიბაძე, დ. (2011). სამი ვარსკვლავი : ვლ. ბარქაია, მ. ხურცილავა, გ. სიჭინავა. თბ.. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · Eu-Football.info · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Peoples.ru · Rusteam.Permian.ru · Transfermarkt · WorldFootball.net · КЛИСФ
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი
მედია
1tv.ge · „ლელო“ · Sportall.ge · Sport-Express
  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.