Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

მუშაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშაობაფიზიკური სიდიდე, რომელიც რაოდენობრივად განსზღვრავს ენერგიის ცვლილებას მისი ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას. მაგალითად მექანიკურ სისტემაზე მოქმედი ყველა გარე და შიგა ძალის მუშაობა ტოლია სისტემის კინეტიკური ენერგიის ცვლილებისა. ძალის მიერ შესრულებული მუშაობა დამოკიდებულია ძალის რიცხვით მნიშვნელობაზე, მიმართულებასა და მისი მოდების წერტილის გადაადგილებაზე. როცა ძალის რიცხვითი მნიშვნელობა და მიმართულება მუდმივია, ხოლო გადაადგილება წრფივია, მაშინ მუშაობა , სადაც , კუთხეა ძალის მიმართულებასა და გადაადგილებას შორის. თუ , ძალის მუშაობა დადებითია, როცა — უარყოფითია. ხოლო როცა , ე. ი. როცა ძალა გადაადგილებისადმი მართობულია . მუშაობის საზომი ერთეულებია: ჯოული, ერგი (1ე=10-1 ჯ) და კილოგრამ-ძალა მეტრზე (1 კგძ·მ=9·81 ჯ).

ზოგად შემთხვევაში ძალის მშაობის გამოსათვლელად შემოაქვთ ელემენტარული მშაობის ცნება , სადაც არის ელემენტარული გადაადგილება, ხოლო — კუთხე ძალისა და მისი მოდების წერტილში ტრაექტორიის მხების (რომელიც გადაადგილების მხარესაა მიმართული) მიმართულებათა შორის. დეკარტის კოორდინატებში

, (1)

სადაც , , ძალის პროექციებია საკოორდინატო ღერძებზე, x, y, z — მისი მოდების წერტილის კოორდინატები. განზოგადებულ კოორდინატებში

, (2)

სადაც არის განზოგადებული კოორდინატები, — განზოგადებული ძალები.

მუშაობა თერმოდინამიკაში, ენერგია, რომელსაც გადასცემს თერმოდინამიკული სისტემა გარე სხეულებს სისტემის გარე პარამეტრების შეცვლისას. წარმოადგენს მექანიკაში მუშაობის ცნების განზოგადებას [(2) დიფიერენციული ფორმით გამოსახული]. განზოგადებული კოორდინატები თერმოდინამიკაში ესაა თერმოდინამიკული სისტემის გარე პარამეტრები (მდებარეობა სივრცეში მოცემული გარე მაგნიტური ან ელექტრული ველების დაძაბულობა და ა. შ.), ხოლო განზოგადებული ძალები (მაგალითად წნევა) — სიდიდეები, რომლებიც დამოკიდებულია არამარტო კოორდინატებზე, არამედ სისტემის შინაგან პარამეტრებზეც (ტემპერატურა ან ენტროპია).