ნამდვილი სელაპები
იერსახე
ნამდვილი სელაპები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Phocidae Gray, 1821 | ||||||||||||
|
ნამდვილი სელაპები (Phocidae) — ზღვის ძუძუმწოვრების ოჯახი, ფარფლფეხიანების რიგისა. მათ ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა ფარფლები უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 გვარის 20-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 275.