Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ნოვოროსიისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნოვოროსიისკი
Новороссийск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი კრასნოდარის მხარე
შიდა დაყოფა 5 რაიონი
კოორდინატები 44°43′00″ ჩ. გ. 37°46′00″ ა. გ. / 44.71667° ჩ. გ. 37.76667° ა. გ. / 44.71667; 37.76667
მერი Vladimir Sinyagovsky
დაარსდა 1838
ფართობი 81,1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10 მეტრი
მოსახლეობა 256,580[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8617
საფოსტო ინდექსი 353900—353925
ოფიციალური საიტი admnvrsk.ru
ნოვოროსიისკი — რუსეთი
ნოვოროსიისკი
ნოვოროსიისკი — კრასნოდარის მხარე
ნოვოროსიისკი

ნოვოროსიისკი (რუს. Новороссийск) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მდებარეობს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ცემესის უბესთან. ნოვოროსიისკი სანაოსნო ქალაქია. იგი არის რუსეთის ერთ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი შავ ზღვაზე. აქ არის როგორც სავაჭრო ისე სამხედრო ნავსადგური, რკინიგზის სადგური.

ნოვოროსიისკის მიდამოებთან მდებარეობდა მცირე ზომის ციხე და მნიშვნელოვანი ნავსადგური სუჯუქ-ყალე, რომელიც ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა. 1812 წელს წელს რუსებმა ის დაანგრიეს და 1838 წელს დააარსეს სიმაგრე. 1866 წლიდან იყო შავიზღვისპირეთის ოკრგუსი ცენტრი, ხოლო 1896-1920 წლებში იყო შავიზღვისპირეთის გუბერნიის ცენტრი. 1905 წლის რევოლუციის დროს მოქმედებდა ნოვოროსიისკის რესპუბლიკა. 1917-1920 წლებში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს გადადიოდა ხელიდან ხელში თეთრ მოძრაობასა და ბოლშევიკებს შორის. საბოლოოდ, 1920 წლის 27 მარტიდან დაიკავეს ბოლშევიკებმა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაიპყრეს გერმანელებმა. 1942-1943 წლებში იყო მნიშვნელოვანი ბრძოლების ცენტრი. გათავისუფლებულ იქნა 1943 წლის 16 სექტემბერს. მიენიჭა გმირი ქალაქის წოდება. საბჭოთა პერიოდში იყო ცემენტის წარმოების მსხვილი ცენტრი, ასევე მოქმედებდა ლითონდასამუშავებელ, საშენ მასალათა, კვების მრეწველობისა და ავეჯის საწარმოები.

წელი 1897 1923 1931 1959 1970 1979 1982 1989 1998 2002 2010 2013 2014
მოსახლეობა 16897 47700 82900 93461 132744 159135 168000 185938 204300 232079 241952 251013 256580
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: