Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ოლმეკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლა-ვენტაში აღმოჩენილი 3მ სიმაღლის კოლოსალური თავი

ოლმეკები – უძველესი, კოლუმბამდელი ცივილიზაცია, რომელიც ცხოვრობდა სამხრეთ-ცენტრალური მექსიკის ტროპიკულ დაბლობზე, თანამედროვე ვერაკრუსისა და ტაბასკოს შტატების ტერიტორიაზე.

ეს ცივილიზაცია ყვაოდა ჩვენს ერამდე 1500-400 წლებში.[1] ეს იყო პირველი მესოამერიკული ცივილიზაცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აქ შემდგომი ცივილიზაციების განვითარებას. სხვა მომდევნო, უახლოესი საზოგადოებების მსგავსად, ვარაუდობენ, რომ ოლმეკებიც ასრულებდნენ სისხლის გამოშვების რიტუალს და თამაშობდნენ ბურთს.

ოლმეკებისათვის დამახასიათებელი ყველაზე ცნობილი ასპექტია მათი ხელოვნების ნიმუშები, კოლოსალური ზომის თავები.[2] მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოლმეკების არტეფაქტები იყიდებოდა კოლუმბამდელი ხელოვნების მაღაზიებშიც კი. ოლმეკების ხელოვნების ნიმუშები მიჩნეულია ყველაზე გასაოცრად და ლამაზად უძველეს ამერიკულ ნიმუშებს შორის, უფრო მეტიც, ისინი მსოფლიო შედევრებს შორის იკავებენ ადგილს.

"ოლმეკების ჰართლენდი"

ოლმეკების „ჰართლენდი“ — ამ ტერმინით მოიხსენიებენ არგეოლოგები მექსიკის ყურის სანაპირო დაბლობებს, სადაც დაიბადა ოლმეკების ცივილიზაცია. ამ ტერიტორიას ახასიათებს ჭაობები, პატარა გორაკები, ქედები და ვულკანები. ჩრდილოეთით ის შემოსაზღვრულია ტუშტლასის მთებით. აქ ოლმეკებმა ააშენეს ქალაქი-სალოცავების კომპლექსები: სან-ლორენცო-ტენოჩტიტლანი, ლა-ვენტა, ტრე-საპოტესი და ლაგუნა-დე-ლოს-კეროსი.

ხალხი, რომლებსაც ოლმეკებს ვეძახით, ქალაქ სან-ლორენცო-ტენოჩტიტლანის ტერტიტორიაზე გამოჩნდნენ დაახლოებით ძვ.წ. 1400 წელს. ცივილიზაციის დაწიანურება და აყვავება განაპირობა ძალზე ხელსაყრელმა ადგილობრივმა გეოგრაფიულმა გარემომ – უპირველესად ეს იყო წყლით კარგად მომარაგებული ალუვიური ნიადაგები. ეს ტერიტორია წარმოადგენს მდინარე კოაცაკოალკოსის აუზს, ამ მხრივ იგი შეიძლება შევადაროთ სხვა უძველესი ცივილიზაციის ცენტრებს – ნილოსს, ინდს, ყვითელი მდინარის ხეობას, მესოპოტამიას. მოსახლეობა დაყოფილი იყო კლასებად. ყველაფრის წარმმართველი იყო ელიტა.[3] სწორედ ამ ელიტისთვის შეიქმნა ის ულამაზესი და ძვირფასი არტეფაქტები (გათხრებისას აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშები) რომლითაც დღეს ყველაზე მეტად იცნობენ ოლმეკების ცივილიზაციას.[4]

თევზი-ჭურჭელი. ძვ.წ.XII-IX საუკუნეები

ოლმეკების ძვირფასი არტეფაქტები, ნეფრიტის, ობსიდიანის თუ მაგნეტიტის, აღმოჩენილია მათგან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიებზეც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ელიტას ჰქონდა სავაჭრო კავშირები დანარჩენ მესოამერიკასთან. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი აღმოჩენილია აღმოსავლეთ გვატემალაში, მდინარე მოტაგუას ხეობაში. ოლმეკებს ობსიდიანი შეჰქონდათ გვატემალის მთების საბადოებიდან, მათგან 200-400 კილომეტრით დაშორებული ტერიტორიიდან.

ჩვენთვის დაზუსტებით არაა ცნობილი ოლმეკების ცივილიზაციის მზის ჩასვენების მიზეზი. ერთი, რაც ცნობილია, ისაა, რომ ძვ.წ. 400-350 წლებში “ოლმეკების ჰართლენდის” აღმოსავლეთ ნაწილი მოსახლეობისგან დაცარიელდა და ეს ტერიტორია დაუსახლებელი დარჩა ჩვ.წ. მე-19 საუკუნემდე.[5] ტერიტორიის ასეთი დეპოპულაცია განპირობბული იყო “გარემოს ძალზე სერიოზული ცვლილებით, რომელშიც სერიოზული გახდა მსხვილი ფერმერული აქმიანობის წარმოება”. ოლმეკები კი მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ სოფლის მეურნეობაზე, ნადირობასა და შემგროვებლობაზე. მეცნიერების აზრით, ეს ცვლილებები გამოწვეული იყო ტექტონიკური ძვრებით ან მდინარეების დაშლამვით.[6]

ოლმეკების ნეფრიტის ნიღაბი

ის, რითაც ოლმეკები ყველაზე მეტად არიან საზოგადოებისათვის ცნობილნი, ესაა უზარმაზარი, კოლოსალური თავები.[7] როგორც ერთ-ერთი კოლუმბამდელი უცნობი ტექსტი გვეუბნება, ეს თავები მაშინაც ბევრი განსჯის საგანი იყო. არავინ იცის თუ რას წარმოადგენენ ისინი, ერთ-ერთი ვერსიით ისინი ბურთის მოთამაშეები არიან, მაგრამ უფრო ხშირად მიიჩნევენ, რომ ეს მმართველთა თავების გამოსახულებაა.

დღეისათვის აღმოჩენილია 17 ასეთი უზარმაზარი თავი. უდიდესი თავის სიმაღლე 3,4 მეტრია, ხოლო წონა დაახლოებით 50 ტონა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Diehl, Richard A. (2004). The Olmecs : America's First Civilization. London: Thames and Hudson, გვ. 9–25. ISBN 0500285039. 
  2. See, as one example, Diehl, p. 11.
  3. Beck, Roger B.; Linda Black, Larry S. Krieger, Phillip C. Naylor, Dahia Ibo Shabaka, (1999). World History: Patterns of Interaction. Evanston, IL: McDougal Littell. ISBN 0-395-87274-X. 
  4. Beck, Roger B.; Linda Black, Larry S. Krieger, Phillip C. Naylor, Dahia Ibo Shabaka, (1999). World History: Patterns of Interaction. Evanston, IL: McDougal Littell. ISBN 0-395-87274-X. 
  5. Diehl, p. 82. Nagy, p. 270.
  6. Quote and analysis from Diehl, p. 82.
  7. Diehl, p. 111.