Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

პანისლამიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პანისლამიზმი — რელიგიურ-პოლიტიკური იდეოლოგია.

პანისლამიზმის ფუძემდებელია ალ-ავღანი (სრული სახელი: მუჰამმად ბ. საფდარ ჯამალ ად-დინ ალ-ავღანი). იგი იყო რელიგიურ-პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც დაიბადა აღმოსავლეთ ავღანეთში. ტრადიციული მუსლიმური განათლება მიიღო ქაბულში, ხოლო საერო განათლება - ინდოეთში. შინაპოლიტიკურ ბრძოლებში მონაწილეობის გამო, მას ავღანეთის დატოვება მოუხდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოღვაწეობდა ევროპისა და აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში.

ალ-ავღანის თვალსაზრისით, კოლონიური სახელმწიფოების ექსპანსიასთან დასაპირისპირებლად აუცილებელი იყო ისლამის საფუძველზე მუსლიმური სახელმწიფოების იდეოლოგიური და პოლიტიკური გაერთიანება. მისი აზრით, ისლამს უნდა ეარსება საზოგადოებრივი ცხოვრების თანამედროვე პირობების კვალდაკვალ, ეს გულისხმობდა საერო განათლებისა და ეროვნული მრეწველობის განვითარებას. იგი მოციქულის მოღვაწეობას სწავლულის შრომას ადარებდა, ჩამოაყალიბა თეზისი ისლამის მეცნიერებასთან თავსებადობის შესახებ, გმობდა მატერიალისტურ შეხედულებებს. ალ-ავღანის აზრით პანისლამიზმის იდეა მდგომარეობდა მუსლიმთა გაერთიანებასა და წაშლილ კოლონიურ ნაციონალიზმში, როცა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი მუსლიმი არ განიხილებოდა როგორც ერთი რომელიმე ქვეყნის საკუთრება, არამედ იგი თავისთავად იყო დიდი მუსლიმური თემის ნაწილი, რომელიც ერთიანად ექვემდებარებოდა სამართლიან ხალიფას, რომლის აბსოლუტური ხელისუფლება აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეზღუდული პარლამენტით.

მისი აზრით, სწორედაც ასეთი სამართლიანობისა და გამაერთიანებელი მოძრაობების პირობებში შეიძლებოდა პანისლამიზმის თეორიული მდგომარეობიდან რეალურ პოლიტიკურ-მმართველობით იდეოლოგიად გარდაქმნა. ალ-ავღანის იდეებმა გავლენა მოახდინა სრულიად სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურ და რევოლუციურ მიმდინარეობებზეც.

კამათი ისლამის რაციონალური ბუნების შესახებ ყოველთვის იყო საერთო სტრატეგია მუსლიმ რეფორმატორებს შორის, რომლებსაც სურდათ, ხელი შეეწყოთ ნებისმიერი ცვლილებისთვის, თუ ეს ემსახურებოდა კულტურული იდენტურობის შენარჩუნებას. ეს იყო სტრატეგია, რომელმაც სცნო დასავლური ორიენტაცია თანამედროვე ისლამური განვითარების ხელსაყრელ ორიენტაციად და დაასახელა იგი ყველაზე სწორი განვითარების კონცეფციად მუსლიმურ სამყაროში. ამის მსგავსად, ალ-ავღანისაც სჯეროდა, რომ სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუსლიმებს ექნებოდათ მყარი აზრი ცივილიზაციის განვითარების შესახებ, რომელიც შვა ისლამმა. ამ ცივილიზაციით, ალ-ავღანი გულისხმობდა ხალხს, გაერთიანებულს საერთო ინტელექტუალურ - მორალური მიღწევების გარშემო. თავად ცნება მან ისესხა ფრანგი ისტორიკოსისგან - ფრანსუა გუიზოსგან, რითაც მან მოახდინა ისლამური წარსულის უკეთ წარმოჩენა.

პანისლამიზმის რაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანისლამური იდეოლოგია მდგომარეობს მუსლიმების გაერთიანების მცდელობაში. პანისლამიზმს გააჩნია ძირითადად ორი ფორმა: პირველი - რადიკალური პანისლამიზმი (რომელიც მიმართულია მუსლიმურ ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლისკენ და ერთი მუსლიმური ქვეყნის შექმნისკენ, რომელიც ემორჩილება ხალიფატს და არის ტრანსნაციონალური, სადაც ნაციონალიზმის აღქმა არის ნულოვანი და მუსლიმების თვითიდენთიფიკატორი არის მათი რჯული) და მეორე - ზომიერი პანისლამიზმი (რომელიც მხოლოდ ჰარმონიულ შეთანხმებას ეძებს სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნების ურთიერთბებში). პანისლამიზმის კვლევისას აღსანიშნავია 1960-იან წლებში, რუსი მეცნიერის ლევ ლანდაუს კონცენტრირება რამდენიმე ფაქტზე, დროსა და ადგილზე, ლანდაუს აზრით, ის, რაც ხელს უწყობს პანისლამური იდეოლოგიის გავრცელებას პირდაპირ კავშირშია საბოლოო ათწლეულის პერიოდი ოტომანის იმპერიასთან, ცენტრალურ აზიაში მცხოვრები მუსლიმების ცხოვრებასთან, მოსკოვის დაქვემდებარებაში ყოფნისას, ინდოელი მუსლიმების ცხოვრებასთან ლონდონის კონტროლის ქვეშ და ასევე გასათვალისწინებელია კონვენციები სხვადასხვა ომების პერიოდში. ლანდაუს გარდა, პანისლამური იდეოლოგიისა და მუსლიმთა გაერთიანების შესახებ ცნობებს გვაწვდის კლაუს შულცე. მისი საკმაოდ ფართო სპექტრი კვლევისა ისლამური ინტერნაციონალიზმის თაობაზე XX საუკუნეში, ფოკუსირდება ინტელექტუალურ-ისტორიულ კონტექსტზე. მისი პრიზმა არის მსოფლიო მუსლიმთა ლიგა, რომელიც ფინანსებოდა საუდის არაბეთის მიერ, 1962 წელს და ძირითადად ეს იყო ფონდი მეჩეთების, კულტურული ცენტრების, სკოლების და სხვა ისლამური ინსტიტუციების დასაფინანსებლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]