პერიტონზილური აბსცესი
პერიტონზილური აბსცესი ასევე ფლეგმონური ანგინა — ქრონიკული ან მწვავე ტონზილიტის გართულება. პერიტონზილურ ჩირქოვან პროცესს ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებიდან შეჭრილი ბაქტერია იწვევს.
სიმპტომები და მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიტონზილური აბსცესის განვითარებას წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების დაავადებები. მათი გადატანის შემდეგ თავს იჩენს ყელის ტკივილი, ტემპერატურა იმატებს, შუპდება ნუშურა ჯირკვლების არე. დაავადებულ მხარეს ყელის ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივანია. აღინიშნება თავის თავისებური მდგომარეობა - დაავადებულ მხარეს, ტრიზმა - პირის ფართოდ გაღება შეუძლებელია. მოსალოდნელია გართულებები: ხახის მიდამოს აბსცესი, ყელის ღრმა ფლეგმონა, ყელის მსხვილი სისხლძარღვებიდან სისხლდენა, ხორხის შეშუპება, სეფსისი, ნეფრიტი.
მკურნალობა და პროფილაქტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბსცესს ხსნიან. უნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს.
პროფილაქტიკა გულისხმობს ქრონიკული ტონზილიტისა და კარიესული კბილის მკურნალობას, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას. განმეორების შემთხვევაში რეკომენდებულია ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟურნალი „ოჯახის მკურნალი“ #13 (151) 2007 წ.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე! |