პიპეტი
პიპეტი (ფრანგ. Pipette) — მზომი ან მადოზირებელი ჭურჭელი, რომელიც წარმოადგენს მინის ან პოლიმერის პატარა მილს წამახვილებული ბოლოთი.
პიპეტები შეიძლება იყოს გრადუირებული ან მის გარეშე. უკანასკნელ შემთხვევაში პიპეტი გამოიყენება ხსნარის ან თხევადი ნივთიერების წვეთობით დამატებისათვის.
გრადუირებული პიპეტები გამოიყენება მიკრო ან მილი რაოდენობით ნივთიერების დამატებისათვის. პიპეტში ნივთიერების ამოღება ხდება პირით შეწოვით ან სპეციალური რეზინის ან ავტომატიზირებული მოწყობილობის საშუალებით. პირით ამოსაწოვ პიპეტებში მილის ბოლოს მოთავსებულია ბამბის ან დოლბანდის ტამპონი ან პიპეტის მილაკი შევიწროვებულია, რათა თავიდან ავიცილოთ სითხის პირის ღრუში მოხვედრა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელიზბარაშვილი ე., „ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა“, თბ., 2012, გვ. 17
|