პოდოკარპუსი
პოდოკარპუსი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Podocarpus | ||||||||||||||
|
პოდოკარპუსი (ლათ. Podocarpus) — წიწვოვან მცენარეთა გვარი პოდოკარპუსისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე, უმთავრესად ორსახლიანი ხეები ან ბუჩქებია.
100-ზე მეტი სახეობა ბუნებრივად გავრცელებულია სამხრეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკული სარტყლების მთის ტყეებში. რამდენიმე სახეობა კულტივირებულია ყირიმში და კავკასიაში, მათ შორის საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე. მეტწილად გვხვდება აჭარაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში, იშვიათად გურიასა და იმერეთში.
ნაკლებ ყინვაგამძლეა, ამიტომ საქართველოში ფართოდ ვერ გავრცელდება. საქართველოში შემოტანილი სახეობებიდან აღსანიშნავია მსხვილფოთოლა პოდოკარპუსი (Podocarpus macrophyllus), რომელიც ბუნებრივად იზრდება სამხრეთ იაპონიაში კუნძულ ტაივანზე. იგი შედარებით ყინვაგამძლეა.
კარგად ვითარდება დასავლეთ საქართველოში (მსხმოიარობს სისტემატურად და იძლევა აღმოცენებისუნარიან თესლს). იშვიათად თბილისშიც, სადაც მოითხოვს ხშირ მორწყვას. ნაგის პოდოკარპუსი (Podocarpus nagi) - ბუნებრივად იზრდება ტაივანზე და სამხრეთ იაპონიაში; ახალზელანდიური ტოტარას პოდოკარპუსი (Podocarpus totara) და ჰალის პოდოკარპუსი (Podocarpus hallii).
პოდოკარპუსი მრავლდება თესლით და კალმით. სახეობათა უმრავლესობა დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 11.