Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

რამაკრიშნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამაკრიშნა
პირადი მონაცემები
საერო სახელი გადადჰარ ჩატერჯი ან გადადჰარ ჩატო­პადჰიაია
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1836
დაბადების ადგილი კამარპუკური, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი (დღეს დასავლეთი ბენგალი, ინდოეთი)
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო, 1886 (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი კოსიპორე, კოლკატა, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი (დღეს კოლკატა, ინდოეთი)
ეროვნება ინდოელი
რელიგია ინდუიზმი

რამაკრიშნა (ნამდვილი სახელი გადადჰარ ჩატო­პადჰიაია; დ. 18 თებერვალი, 1836 — გ. 16 აგვისტო, 1886)[1] — ინდოელი გურუ, მისტიკოსი, რელიგიური რეფორმატორი და მქადაგებელი. დაიბადა ღარიბ ბრაჰმანურ ოჯახში.[2] დაკშინეშვარის კალის ტაძრის ქურუმი. 1859 წელს მშობლების დაჟინებით დაქორწინდა, თუმცა მიიღო ბერული აღთქმა, ასე რომ, ქორწინება ფაქტობრივად არ შემდგარა. დროთა განმავლობაში მისი მეუღლე, სარადა დევი (1853–1920), გურუ გახდა აგრეთვე.[3]

რამაკრიშნას მასწავლებლებს შორის არა მხოლოდ ვიშნუიტები იყვნენ, არამედ შივაიტები, ტანტრიკები, რომლებისგანაც უპირველეს ყოვლისა, აითვისა ექსტაზის მიღწევის სხვადასხვა ტექნიკა. ადვაიტა-ვედანტის სწავლების გაცნობის შემდეგ, რამაკრიშნამ თავი დაანება წინანდელ წარმოდგენას ღმერთის როგორც პიროვნების შესახებ და ჩაუღრმავდა უთვისებო აბსოლუტის ჭვრეტას. მიემხრო სუფისტურ პრაქტიკას. რამაკრიშნა ამტკიცებდა, რომ შეძლო და გამოსცადა ისლამური და ქრისტიანული გამოცდილება, რომ მისტიკურ ხილვებში შეხვდა მუჰამადსა და იესო ქრისტეს.[3]

რამაკრიშნა მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის უმაღლესი მიზანი ღვთისშეცნობაა. იგი ხორციელდება არა მხოლოდ ინდუიზმში, არამედ სხვა რელიგიებშიც, რომლებიც გამოხატავენ აბსოლუტური ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტს. რელიგიური რიტუალებზე მაღლა რამაკრიშნა პირად რელიგიურ გამოცდილებას აყენებდა და თვლიდა, რომ სწორედ ესაა ერთიანი რელიგიის საფუძველი. მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული მოძღვრება, რომელსაც გადმოსცემდა ქადაგების დროს. რამაკრიშნამ დიდი გავლენა მოახდინა ნეოინდუიზმის მოღვაწეებზე, უპირველეს ყოვლისა, ვივეკანანდაზე.[3]

რამაკრიშნას მოწაფისა და მიმდევრის ვივეკანანდას მიერ დაარსებული საზოგადოება „რამაკრიშნას მისია“ (1897) დღესაც მთავარი რელიგიური ცენტრია ინდოეთში. რამაკრიშნას შემოქმედება ჩაწერილია მისი მოწაფეების, ძირითადად, დასავლური განათლების მქონე ინდოელი ინტელიგენტების მიერ.[4]

  1. Ramakrishna | Encyclopedia Britannica
  2. Heehs, Peter (2002). "Ramakrishna Paramahamsa". Indian Religions. Orient Blackswan.
  3. 3.0 3.1 3.2 Рамакришна | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2021-02-03.
  4. Kripal J. Kali’s child: The mystical and the erotic in the life and teachings of Rama­kri­shna. 2nd ed. Chi., 1998;