რიცხვი
რიცხვი — მათემატიკური ობიექტი, რომელიც გამოიყენება დასათვლელად, გასაზომად და ნიშანდებისათვის. მისი ყველაზე ელემენტარული მაგალითებია ნატურალური რიცხვები: 1, 2, 3, 4 და ა.შ. რიცხვები გამოისახება სიმბოლოებით, რომლებსაც ციფრები ეწოდება. ენაზე მათი წარმოდგენა შესაძლებელია რიცხვითი სახელებით. რადგანაც შედარებით მცირე რაოდენობის სიმბოლოების დამახსოვრებაა შესაძლებელი, ძირითადი ციფრებისგან შედგენილია თვლის სისტემა, რომელიც არის ნებისმიერი რიცხვის წარმოდგენის ორგანიზებული საშუალება. ყველაზე გავრცელებული თვლის სისტემაა ინდურ-არაბული სისტემა, რომელიც იძლევა ნებისმიერი არაუარყოფითი მთელი რიცხვის წარმოდგენის საშუალებას. გარდა მათი დათვლისა და გაზომვისა, ციფრებს ასევე ხშირად იყენებენ ნიშანდებისას (მაგ., ტელეფონის ნომრებში), დალაგებისას (მაგ., სერიული ნომრებით), კოდებისთვის (როგორც ISBN-ების შემთხვევაში) და ა.შ.
ნატურალური რიცხვები | მთელი რიცხვები | რაციონალური რიცხვები | ნამდვილი რიცხვები | კომპლექსური რიცხვები |