Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

რობერტ შეკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ შეკლი
ინგლ. Robert Sheckley
დაბადების თარიღი 16 ივლისი, 1928(1928-07-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი Maplewood[17]
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 2005(2005-12-09)[18] [1] [2] [3] [4] [19] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი პოუკიპზი
საქმიანობა სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, რომანისტი, სცენარისტი და მწერალი[20]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და Columbia High School
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა და კლასიკური დეტექტივი
Magnum opus Bring Me the Head of Prince Charming
ჯილდოები Author Emeritus[21] და Q92878319?[22]
მეუღლე Ziva Kwitney[23]
შვილ(ებ)ი Alisa Kwitney
საიტი sheckley.com[24]

რობერტ შეკლი (ინგლ. Robert Sheckley; დ. 16 ივლისი, 1928 — გ. 9 დეკემბერი, 2005[25]) — ამერიკელი მწერალი. პოპულარობა მოიპოვა სამენცნიერო ფატასტიკის ჟანრის ნაწარმოებების შექმნით, რომელთა გამოქვეყნებაც 1950-იან წლებში დაიწყო. მისი სწრაფად ნაწერი მოთხრობები და რომანები მოულოდნელობებით, აბსურდულობითა და კომიკურობით გამოირჩევა. რამდენჯერმე იყო წარდგენილი ჰიუგოსა და ნებულას პრემიაზე. 2001 წელს ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მწერალთა ასოციაციამ მწერალს ავტორი ემერიტუსის საპატიო წოდება მიანიჭა.

რობერტ შეკლი 1928 წლის 17 ივლისს ებრაულ ოჯახში, ნიუ-იორკში დაიბადა. 1931 წელს მისი ოჯახი მეიპლვუდში (ნიუ-ჯერსი) გადასახლდა. შეკლიმ სამეცნიერო ფანტასტიკა კოლუმბიის უმაღლეს სკოლაში სწავლისას აღმოაჩინა. სკოლა 1946 წელს დაამთავრა[26] და იმავე წელს ავტოსტოპით კალიფორნიისკენ გასწია, სადაც სხვადასხვა ადგილას მუშაობდა: მებაღედ, პრეცელების გამყიდველად, ბარმენად, მერძევედ, საწყობის მუშად და უბრალოდ მუშად. 1946 წელს აშშ-ის არმიას შეუერთდა და კორეაში გაგზავნეს.[27] ჯარში ყოფნისას მცვლეად, არმიის გაზეთის რედაქტორად, ჩეკების დისტრიბუტორად და ჯარის ბენდში გიტარისტად მსახურობდა. სამხედრო სამსახური 1948 წელს დატოვა.[28]

ადრეულ ბავშვობაში დაიწყო წიგნების კითხვა და ბავშვობიდან ოცნებობდა მწერლობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა და ჰუმანიტარულ დისციპლინებს დაეუფლა. კორეაში ომშიც იმყოფებოდა, მაგრამ ფრონტზე არ უბრძოლია — გადამწერად მსახურობდა.

1950-იანი წლების დასაწყისიდან პირველი მოთხრობების წერა დაიწყო, რომლებსაც სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟურნალებს სთავაზობდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა მკითხველებს შორის. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, ის წლები ყვეელაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში. მას მიაჩნდა რომ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა „ანიჭებს შემოქმედს სრულ თავისუფლებას“.

შეკლიმ მალევე გაითქვა სახელი, კოლეგები და კრიტიკოსები მას 1950-1960-იანი წლების საუკეთესო ფანტასტად მიიჩნევენ და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მისი მოთხრობები იმ დროის ყველაზე ცნობილ ჟურნალებში იბეჭდებოდა. სულ შეკლიმ 15 რომანი და 400-ზე მეტი მოთხრობა დაწერა, რომლებმაც 9 საავტორო კრებული შეადგინა.

ბოლო წლებში მწერალი იბიცაზე ცხოვრობდა მეხუთე ცოლთან ერთად. ნაკლებს წერდა, ხშირად ავადმყოფობდა და მატერიალურ სიდუხჭირესაც განიცდიდა. 2005 წელს უკრაინაში იმყოფებოდა მიწვევით. გაცივდა და ასაკიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა, ავადმყოფობას თავი ვეღარ დააღწია და ტვინის ანევრიზმის გართულების შედეგად, 2005 წლის 9 დეკემბერს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქვემოთ მოცემულია მწერლის მიერ შექმნილი მოთხრობების არასრული სია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #122222717 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
  5. NooSFere — 1999.
  6. Babelio — 2007.
  7. Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  8. The Encyclopedia of Science Fiction / P. Nicholls, J. Clute, D. Langford — ISSN 3049-7612
  9. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  10. NNDB — 2002.
  11. LibriVox — 2005.
  12. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  13. შვედური ფილმების მონაცემთა ბაზაSvenska Filminstitutet.
  14. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  15. Library of Congress Online Catalog
  16. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  17. The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  18. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  19. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  20. Czech National Authority Database
  21. https://www.sfwa.org/nebula-award-winners-1965-2000/
  22. NooSFere — 1999.
  23. Fancyclopedia 3
  24. http://web.archive.org/web/20030904071710/http://www.russ.ru/krug/20030806_sk.html
  25. http://www.theguardian.com/news/2005/dec/20/guardianobituaries.booksobituaries1
  26. Maxine N. Lurie, Marc Mappen. Encyclopedia of New Jersey, p. 736. Rutgers University Press, 2004. ISBN 978-0-8135-3325-4
  27. Jonas, Gerald. "Robert Sheckley, 77, Writer of Satirical Science Fiction, Is Dead", The New York Times, December 10, 2005. Accessed November 20, 2007.
  28. Robert Sheckley. Untouched by Human Hands, p. 170. First edition, paperback. Ballantine Books 73, 1954.