Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

სავალუტო კურსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაცვლითი კურსები ტაილანდში

სავალუტო კურსი (ასევე გაცვლითი კურსი) — ერთი ქვეყნის ფულადი ერთეული გამოსახული სხვა ქვეყნის ფულად ერთეულებში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დროს.[1]

სიმარტივისთვის სავალუტო კურსების აღსანიშნავად გამოიყენება სამ ასოიანი აბრევიატურები, რომლებიც აღნიშნავს ვალუტის და ვალუტის ემიტენტი ქვეყნის სახელს. მაგალითად, USD ნიშნავს აშშ (United States) დოლარს (Dollar). სავალუტო კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით.[2] ასეთ საკურსო რეჟიმს მცურავი კურსი ეწოდება. მიმდინარე ვაჭრობის დროს დაფიქსირებულ კურსს ეწოდება არსებული სავალუტო კურსი, ხოლო ფიუჩერსული სავალუტო კურსი ეწოდება ისეთ კურსს რომლის მიხედვითაც ვაჭრობა ხდება მიმდინარე თარიღში, ხოლო ფულის გადახდა მოხდება მომავალში დადგენილ თარიღში მიუხედავად იმ მომენტში არსებული კურსისა. სხვა ბაზრებისგან განსხვავებით სავალუტო ბაზარი, მაქსიმალურად მიახლოებულია თავისუფალი კონკურენციის პირობებს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის მას სპეკულაციური ვაჭრობის განსახორციელებლად. სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საკურსო რეჟიმები. ზოგი ქვეყნის ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო (მაგალითად, ჩინეთის ცენტრალური ბანკი) მიმართავს ფიქსირებული და მართვადი საკურსო რეჟიმების პრაქტიკას. ასეთი საკურსო რეჟიმების არსებობის გამო სპეკულაციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

სავალურო ბაზარზე ფულით მოვაჭრეებისგან ხდება სხვა და სხვა შესყიდვის ტარიფის და გაყიდვის ტარიფის კვოტირება. შესყიდვის ტარიფი არის გაცვლის ის კურსი რის მიხედვითაც მოვაჭრე შეიძენს ვალუტას, ხოლო გაყისვის ტარიფი არის კურსი რომლის მიხედვითაც გაყიდის ვალუტას. კვოტირებული ტარიფები ითვალისწინებს მოვაჭრეების მარჟას (ან მოგებას), ანაც მარჟის აღება შეიძლება მოხდეს საკომისიოს სახით. განსხვავებული ტარიფები შეიძლება იყოს გადახდის ფორმის მიხედვითაც (ნაღდი ფულით, დოკუნენტური ანაც საკრედიტო ბარათის შემთხვევაში.) გადახდის ფორმებზე განსხვავებული კურსი დამოკიდებულია მათზე საჭირო დროისა და დამატებითი ხარჯების გამო.

საცალო გაცვლის ბაზარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცალო გაცვლითი ბაზრის არსებობა განპირობებულია მოქალაქეების მიერ მცირე რაოდენობით უცხოური ვალუტის შესაძენად, სადაც შეიძლება მოხდეს პირდაპირ ნაღდი ფულის შეძენა ან სამოგზაურო ჩეკებისა და ბარათების განაღდება. ვალუტის შეძენა შეიძლება მოხდეს მოვაჭრესთან, ბანკში ან ბანკომატის საშუალებით. უნაღდო ანგარიშწორების შემთხვევაში CardHub.com-ის კვლევის მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი გაცვლის კურსებით სარგებლობენ VISA-სა და MasterCard-ის ბარათების მქონე მომხმარებლები.[3]

სავალუტო კურსების სახეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირდაპირი კოტირება პირდაპირ კოტირებასთან (გამოსახვა) საქმე გვაქვს მაშინ, როცა უცხოური ვალუტის ერთი ერთეული (აშშ დოლარი) გამოისახება ადგილობრივი ვალუტის მიხედვით. მაგალითად, კურსი USD/JPY = 111.12 პირდაპირი კოტირებაა, ვინაიდან გვიჩვენებს რამდენი იაპონური იენი ღირს ერთი დოლარი. სიმარტივისა და უნიფიცირებისათვის მსოფლიო სავალუტო ბაზარზე გამოიყენება პირდაპირი კოტირებები.

არაპირდაპირი კოტირება - ადგილობრივი ვალუტის ერთი ერთეული გამოისახება უცხოური ვალუტის მიხედვით. მაგალითად, კურსი GBP/USD = 1.7625 არაპირდაპირი კოტირების მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს რამდენი დოლარი ღირს ერთი ფუნტი. ნებისმიერი კოტირების დროს ვალუტას, რომელიც სავალუტო წყვილში პირველი იწერება, საბაზისო ვალუტა ეწოდება.

კროს-კურსები - კროს-კურსი გულისხმობს საკურსო წყვილს, რომლის განსაზღვრაშიც არ მონაწილეობს დოლარი. მაგალითად, EUR/JPY (ევრო-იენა) კროსკურსია.

გაცვლითი კურსის რეჟიმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ქვეყანა, სხვა და სხვა მექანიზმების საშუალებით ახორციელებს მისი ვალუტის კურსის მართვას, შესაბამისად ის საზღვრავს სავალუტო კურსის რეჟიმს. მაგალითად კურსი შეიძლება იყოს: თავისუფლად მცურავი, ხელოვნურად შენარჩუნებული, ფიქსირებული ან შერეული.

თუ კურსი არის მცურავი მაშინ ის მთლიანად მინდობილია ბაზარზე არსებულ მიწოდება მოთხოვნას და არ ხდება მის დადგენაში მთავრობის მხრიდან ჩარევა. ასეთ კურსებს ახასიათებს უცაბედი ცვლილებები რაც გამოწვეული არის ფინანსური ბაზრების რყევებით.

ფიქსირებული სავალუტო კურსი არის მთავრობის მიერ რეგულირებადი გაცვლის კურსი. მაგალითისთვის 1994-2005 წლებში ჩინური იუანის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში იყო 8.2768/$1. ამერიკულ დოლართან მიმართებაში მსგავსი ფიქსირებული კურსი ჰქონდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც, მეორე მსოფლიო ომიდან 1967-წლამდე, როდესაც ისინი გავავიდნენ მცურავ კურსზე. ის კურსი დამყარებული იყო ბრეტონ-ვუდსის სისტემაზე.[1] დაარქივებული 2006-08-24 საიტზე Wayback Machine. ამ სისტემის ნაკლი ის არის, რომ ახდენს ფულის ფასის ხელოვნურ ზრდას რასაც საბოლოო ჯამში ან ინფლაციამდე ან ხდება სავაჭრო დეფიციტის წარმოქმნა.

არაუზრუნველყოფილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაუზრუნველყოფილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისობის მიხედვით, ერთი ვალუტის რევალვაცია ან დევალვაციის შედეგის რეგულირება შეიძლება მოხდეს საპროცენტო განაკვეთის მართვით.

  1. O'Sullivan, Arthur; Steven M. Sheffrin (2003). Economics: Principles in action. Upper Saddle River, New Jersey 07458: Prentice Hall, გვ. 458. ISBN 0-13-063085-3.  დაარქივებული 2016-12-20 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2021-02-24.
  2. The Economist – Guide to the Financial Markets (pdf)
  3. Currency Exchange Study. CardHub.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-24. ციტირების თარიღი: 2014-01-26.