Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

სანიტარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანიტარია (<ლათ. sanitasჯანმრთელობა), სანიტარული საქმე — ტერმინი, რომელიც იხმარებოდა ჯანმრთელობის დაცვის იმ დარგის აღსანიშნავად, რომელიც პრაქტიკულად ამუშავებს და ატარებს სანიტარულ-ჰიგიენურ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს. თანამედროვე გაგებით (1960 წლიდან) ამ პრობლემათა სამეცნიერო დამუშავება ევალება ჰიგიენას, ხოლო სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაცია და ცხოვრებაში გატარება — სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურს.