Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

სანტ-პაუს ჰოსპიტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატალონიური მუსიკის სასახლე და სანტ-პაუს ჰოსპიტალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°24′46″ ჩ. გ. 2°10′28″ ა. გ. / 41.41278° ჩ. გ. 2.17444° ა. გ. / 41.41278; 2.17444
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 804
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 804
ინგლ.რუს.ფრ.

სანტ-პაუს ჰოსპიტალი (ესპ. Hospital de la Santa Cruz y San Pablo) — არქიტექტურული კომპლექსი ბარსელონას შემოგარენში, ელ-გინარდოს რაიონში. აშენდა 1901-1930 წლებში, კატალონიელი მოდერნისტი არქიტექტორის, ლუის დომენიკ ი მონტანერის პროექტის მიხედვით. 2009 წლიდან, კატალონიური მუსიკის სასახლესთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2009 წლის ივნისამდე, სრული დატვირთვით მუშაობდა თავისი პირვანდელი ფუნქციით — როგორც ჰოსპიტალი, მაგრამ ამჟამად სარემონტო სამუშაოების გამო დახურულია, ვინაიდან იგი უნდა გადაიქცეს მუზეუმად და კულტურულ ცენტრად.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შენობა XX საუკუნისაა, სანტ-პაუს ჰოსპიტალი ჯერ კიდევ 1401 წელს დაარსდა, როდესაც ექვსი პატარა, შუა საუკუნეების ჰოსპიტალი გაერთიანდა. მისი ყოფილი შენობები, რომლებიც ამჟამად ბარსელონას ცენტრის სიახლოვეს მდებარეობს, XV საუკუნით თარიღდება და მათში გახსნილია ხელოვნების სკოლა და კატალონიის ბიბლიოთეკა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]