Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

სერგეი ტრეტიაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგეი ტრეტიაკოვი (დ. 8 ივნისი, 1892, გულდიგა — გ. 9 აგვისტო, 1939) — ლატვიაში დაბადებული რუსი დრამატურგი და მწერალი, ფუტურისტი.

დაამთავრა რიგის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1915 წელს. 1913 წელს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. იყო რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე 1918-1920 წლებში. განიცადა ვლადიმერ მაიაკოვსკის ზეგავლენა. 1919 წელს ვლადივოსტოკში გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი კრებული. თანამშრომლობდა შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა გაზეთების რედაქციებთან. 1922 წლიდან მოსკოვში რედაქტორობდა ჟურნალებს „ნოვი ლეფ“ და „ლიტერატურა მირავოი რევოლუციი“, მუშაობდა მიერხოლდთან, რომელმაც დადგა მისი პიესა „იღრიალე ჩინეთო“. პროლეტკულტის თეატრში სერგეი ეიზენშტეინმა დადგა მისი პიესები: „ზოგჯერ ბრძენიც მოტყუვდება“, „გესმის მოსკოვო?“ და „აირწინაღები“. 1924-1925 წლებში კითხულობდა რუსული ლიტერატურის კურსს პეკინის უნივერსიტეტში.

1927 წელს მიიწვიეს საქართველოს „სახკინმრეწვში“ ლიტერატურული განყოფილების კონსულტანტად. მისი სცენარით გადაღებულია ფილმები: „ელისო“ (ნიკოლოზ შენგელაია, 1926), „ჯიმ შვანთე“ (მიხელ კალატოზიშვილი, 1930) და „ხაბარდა“ (მიხეილ ჭიაურელი, 1931).

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 46.
  • ქართული კინო, 1896-2011. გვ. 168-169; თბილისი, 2011

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]