Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

სინდო კანეტო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინდო კანეტო (იაპ. 新藤兼人)(ნამდვილი სახელი - ნობორუ კანე) (დ. 22 აპრილი, 1912, ჰიროსიმა — გ. 29 მაისი, 2012, ტოკიო) — იაპონელი კინორეჟისორი. კინოში მოღვაწეობს 1934-იდან გადაიღო ფილმები: "ატომური ბომბის შვილები" (1952; სხვა სახელწოდება - "ჰიროსიმას შვილები"), "ბედნიერი დრაკონი N 5" (1959; საბჭოთა ეკრანზე - "ბედნიერი დრაკონის ტრაგედია"). სინდოს მნიშვნელოვანი ნამუშევარია ფილმები: "შიშველი კუნძული" (1960; მთავარი პრემია მოსკოვის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), "19 წლის შიშველნი" (1970; ოქროს პრიზი მოსკოვის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1971; საბჭოთა ეკრანზე - "დღეს სიცოცხლე, ხვალ სიკვდილი"). სინდო ფუძემდებელია (1952 რეჟისორ კ. იოსიმურასთან ერთად) კინოფირმისა "კინდაი ეიგა კიოკაი" (ტოკიო).

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინდო_კანეტო“-დან