Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

სტრასბურის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაძრის ფასადი

სტრასბურის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Strasbourg Cathedral) — რომაული კათოლიკური ტაძარი სტრასბურში, საფრანგეთი.

ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1015 წელს. მისი სიმაღლეა142 მეტრი. კრიპტა, პატრონიკე და განივი ნავი რომაულია, ხოლო დასავლეთის ფასადი (1274-1399 წწ, ხუროთმოძღვარი ერვინ შტაინბახელი) და სამხრეთის მთავარკარი (1230), ასევე ჩრდილოეთის კოშკი (1399-1439, ხუროთმოძღ. ულრიხ ენსინგენელი, იოჰან კოლონელი) ევროპული გოტიკის ბრწყინვალე ნიმუშია.

ტაძარი უყო მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა 1647 წლიდან 1874 წლამდე. დღესდღეობით, იგი მეექვსე უმაღლესი ტაძარია მსოფლიოში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]