სუ-7
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სუ-7}} |
სუ-7 | |
---|---|
სუ-7БКЛ მუზეუმში | |
ფუნქცია | გამანადგურებელ-ბომბდამშენი |
შემქმნელი | სუხოი |
პირველი გაფრენა | 7 სექტემბერი 1955 |
წარდგენა | 1959 |
ჩამოწერა | 1986 |
სტატუსი | მოხსნილია შეიარაღებიდან |
მომხმარებლები | სსრკ სსძ |
წარმოების წელი | 1957 - 1972 |
რაოდენობა | 1,847 |
ვარიანტები | სუ-17 |
სუ-7 (ნატოს კლასიფიკაციით Fitter-A ) — საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი ისრისებური ფრთით, რომელიც შეიქმნა და დამუშავდა 1950-იან წლებში, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორ პავლე სუხოის საკონსტრუქტორო ბიურო ОКБ-51-ში. სულ გამოშვებული იქნა ყველა მოდიფიკაციის 1848 სუ-7, საიდანაც 691 თვითმფრინავის ექსპორტირება მოხდა 9 ქვეყანაში.
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1953 წლის 14 მაისს მიიღეს ბრძანება შეექმნათ ახალი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც იქნებოდა ამერიკული ფ-86-ის ბაზაზე, გაზაფხულზე საბჭოთა ავიაკონსტრუქტორმა პავლე სუხოიმ გამოუშვა პირველი საფრონტო გამანადგურებელი (фронтовой истребитель) სახელწოდებით — ს-1, რომელსაც უახლესი Lyulka AL-7 ტიპის ძრავა ჰქონდა, ეს იყო პირველი საბჭოთა გამანდგურებელი, რომელსაც ძრავა ჰქონდა უკან და ავითარებდა ზებგერით სისწრაფეს.
ს-1-ის პირველი გაფრენა მოხდა 1955 წლის 7 სექტემბერს ა.გ. კოჩეტკოვის მიერ საცდელმა ვერსიამ სისწრაფეში დაამყარა საბჭოთა რეკორდი 2.04 მახი, 1956 წლის აპრილში. ს-1-ს შეწყვილებული ჰქონდა 37 მმ Nudelman N-37 ქვემეხი და 57 მმ უმართავი რაკეტები. მეორე პროტოტიპს ს-2-ს ჰქონდა ძალიან არასაიმედო ძრავა, რის გამოც 1956 წლის 23 ნოემბერს კატასტროფა განიცადა და შეეწირა პილოტი ი.ნ. სოკოლოვი, 1959 წელს კი სუ-7 მიიღეს შეიარაღებაში, თუმცა ხდებოდა მისი ლიმიტირებული გამოყენება.
1958 წლის 31 ივლისს საბჭოთა ტაქტიკურმა ავიაციამ სუხოის მისცა დავალება, რომ შეექმნა მოიერიშე ვერსია, შედეგად კი მიიღეს ს-2-ზე შექმნილი თვითმფრინავი, 1959 წლის ბოლოს სახელად სუ-7-ბ, რომლის სერიულად წარმოება დაიწყეს 1960 წელს.
საბრძოლო გამოყენების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუ-7 მონაწილეობდა ექვსდღიან ომში ეგვიპტის მხარეს და გამომფიტავ ომში. ასევე ინტენსიურად მონაწილეობდა ინდოეთ-პაკისტანის ომის დროს 1971 წელს, ექვსმა ინდურმა სუ-7-ის დივიზიონმა სულ 1500 შემტევი გაფრენა განახორციელა. ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა გამოიჩინეს მაღალი ოპერაციული ტემპი, სულ ომში 14 სუ-7 დაკარგა უმეტესად კი საზენიტო დანადგარებით. კაბინიდან ცუდი ხილვადობის გამო უჭირდა დასაშვებ ადგილას დაშვება განდასკუთრებით კი ცუდ ამინდში. სუ-7-ს ასევე ჰქონდა ექსპერიმენტული მოდიფიკაციები, რომლებსაც ჰქონდა ჯატო ტიპის რაკეტები S-22-4, ამ მოდიფიკაციას სუ-7 ბკლ ერქვა. 1969 წელს გამოვიდა გაუმჯობესებული ვარიანტისუ-17, რომელმაც ჩაანაცვლა სუ-7
ვარიანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Su-7B
მოიერიშე მოდიფიკაცია რომელიც იწარმოებოდა 1960-1962 წლამდე
Su-7BM'
ამ მოდიფიკაციას გაძლიერებული ჰქონდა ძრავა ასევე საწვავის მარაგი და შეეძლო გადაეტანა ატომური ბობნბები
Su-7BKL
შეიარაღებული იყო 2 SPRD-110 ჯატოს ტიპის რაკეტით
Su-7BMK
საექსპორტო ვარიანტი Su-7Bს რომელიც გამოდიოდა 1967 წლიდან 1971 წლამდე
Su-7U (ნატოს სახელით მოუჯიკ)
ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფიკაცია Su-7UMK-ს ბაზაზე რომელსაც შემცირებული ჰქონდა საწვავის მარაგი,იწარმოებოდა 1965 წლიდან 1972 წლამდე
Su-7UM
ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფკაცია Su-7BM-ის
Su-7UMK
ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფიკაცია Su-7BMK-ს
ოპერატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავღანეთი- 42
- ალჟირი -
- ჩეხეთი - 60. 1990 წელს მთლიანად ამოიღეს შეიარაღებიდან
- ინდოეთი 160
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|