სუმბა
სუმბა — ინდონეზიის კუნძული, რომელიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. შედის მცირე ზონდის კუნძულების შემადგენლობაში. კუნძულის ფართობი შეადგენს 11 153 კმ²-ს, 2005 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 611 422 ადამიანი. ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული სუმბავა, კუნძულ ფლორესისგან გამოყოფილია სუმბას სრუტის მეშვეობით. სუმბასა და ტიმორს შორის მდებარეობს სავუს ზღვა. დასავლეთი სანაპიროები კი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლში.
სუმბა მთიანი კუნძულია, აქ მდებარეობს ვულკანები და მაღალი მთები, კუნძულის სანაპირო ზოლი დაბლობებს უკავია. კუნძული გამოირჩევა ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე მდებარეობს მეგალითები, რაც აქ ადამიანების უძველესი დროიდან ცხოვრებაზე მეტყველებს. აღმოჩენილია უძველესი ნივთები. კოლონიზაციის პერიოდის დაწყებამდე, სუმბაზე სახლობდა საკმაოდ ბევრი მცირე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. ეს ტერიტორია შედიოდა მაჯაპაჰიტის იმპერიის შემადგენლობაში.
1522 წელს, აქ პირველი ევროპელები მივიდნენ, 1866 წლამდე ეს ტერიტორია შედიოდა ჰოლანდიის ოსტ-ინოეთში. ჰოლანდიელების მიერ მოხდა ამ კუნძულზე კალვინიზმის გავრცელება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sumba Foundation დაარქივებული 2021-02-10 საიტზე Wayback Machine.
- Stichting Ontluikend Sumba დაარქივებული 2021-01-20 საიტზე Wayback Machine.
- Detailed map დაარქივებული 2008-10-04 საიტზე Wayback Machine.