ტრიტიკალე
იერსახე
ტრიტიკალე | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტრიტიკალე | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Tritikale | |||||||||
|
ტრიტიკალე (ლათ. Tritikale) — ხორბლისა და ჭვავის შეჯვარებით მიღებული ახალი მარცვლეული კულტურა. ტრიტიკალე აერთიანებს ორივე მცენარის დადებით ნიშან-თვისებებს, კერძოდ, ადვილად ეგუება არახელსაყრელ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს, მისი ფორმები გამოირჩევა ზამთარგამძლეობით, უხვმოსავლიანობით. დაავადებებისადმი კომპლექსური იმუნიტეტით და სხვა.
ამჟამად ცნობილია ტრიტიკალეს სამარცვლე და საკვები მიმართულების ჯიშები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამადაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 54.