Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

უადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უადი, ნეგევი, ისრაელი

უადი (არაბ. وادي) — პერიოდული ნაკადების ან მშრალი ხევების სახელწოდება არაბეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში.

სიგრძეში უადები აღწევენ მრავალ ასეულ კილომეტრს და მთავრდებიან გაუდინარ დადაბლებებში. მათი ფსკერი დაფარულია პროლუვიონით. უადების გენეზისი რთულია, შესაძლოა ისინი მდინარეთა რელიქტურ ხეობებს წარმოადგენენ, რომლებიც ოდესღაც ნოტიო პირობებში არსებობდნენ. ძლიერი წვიმების დროს უადები წყლით ივსება.

ტერმინი უადი ფართოდ გამოიყენება ჩრდილოეთ აფრიკის, არაბეთისა და სირიის გეოგრაფიულ ლიტერატურაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 93.
  • Краткая географическая энциклопедия. Гл. ред. А. А. Григорьев.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უადი&oldid=4072587“-დან