ფერდინანდ III
ფერდინანდ III (დ. 13 ივლისი 1608 — გ. 2 აპრილი 1657) — 1637 წლის 15 თებერვლიდან საღვთო რომის იმპერატორი; აგრეთვე უნგრეთისა და ხორვატიის მეფე, ბოჰემიის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერდინანდი დაიბადა გრაცში 1608 წელს. ის იყო ფერდინანდ II-ის უფროსი ვაჟი. მან იეზუიტებისგან მიიღო განათლება და უკვე 1621 წელს გახდა ავსტრიის ერცჰერცოგი; 1625 წელს უნგრეთის მეფე და 1627 წელს ბოჰემიის მეფე.
1627 წელს ფერდინანდმა გაიფართოვა ძალაუფლება, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სამხედრო დადგენილებები მხოლოდ მონარქის პრეროგატივა გახდა; ასევე, მემამულეებს ჩამოერთვათ უფლება გაეზარდათ თავიანთი არმია და ეს ძალაუფლება ერთპიროვნულად იმპერატორის ხელში მოექცა.
1636 წელს ფერდინანდმა მიიღო რომაელთა (გერმანიის, კათოლიკეთა) მეფის ტიტული, რომლის შემდეგაც, 1637 წელს გახდა ფერდინანდ II-ის მემკვიდრე იმპერიის ტახტზე. ის იმედოვნებდა, რომ მალე დაასრულებდა ოცდაათწლიან ომს, თუმცა ის კიდევ 11 წელს გაგრძელდა და დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით.
1656 წელს ფერდინანდმა გაგზავნა არმია იტალიაში, ესპანეთის მხარდასაჭერად საფრანგეთის წინააღმდეგ. ასევე, პოლონეთთან გააფორმა ალიანსი შვედეთის მეფის კარლ X-ის წინააღმდეგ, თუმცა მალევე, 1657 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა. მის შემდეგ საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი გახდა მისი ვაჟი, ლეოპოლდ I.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერდინანდ III კარგად ცნობილი, როგორც მუსიკოსთა და კომპოზიტორთა მფარველი. ის სწავლობდა მუსიკას ჯოვანი ვალენტინის დახმარებით, რომელმაც შემდგომ ანდერძით მთელი თავისი მუსიკალური ნამუშევრები იმპერატორს დაუტოვა. მას ასევე მჭიდრო კავშირები ჰქონდა იოჰან იაკობ ფრობერგერთან, რომელიც XVII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი იყო.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | მამა | დედა | სამშობლო | დაიბადა | გარდაიცვალა | ქორწინების
თარიღი |
---|---|---|---|---|---|---|---|
მარია ანა | ფილიპე III, | მარგარეტ | ესპანეთი | 18
აგვისტო 1606 |
13 მაისი
1646 (39 წლის) |
20
თებერვალი 1631 | |
მარია | ლეოპოლდ V, | კლაუდია | ავსტრია | 6
აპრილი 1632 |
7 აგვისტო
1649 (17 წლის) |
2 ივლისი
1648 | |
ელეონორა მანტუელი | კარლო II, | მარია | იტალია | 18
ნოემბერი 1630 |
6 დეკემბერი
1686 (56 წლის) |
30 აპრილი
1651 |
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | წოდება | მეუღლე |
---|---|---|---|---|---|
შვილები მარია ანა ესპანელისგან: | |||||
ფერდინანდ
IV |
8
სექტემბერი 1633 |
9 ივლისი
1654 (20 წლის) |
უნგრეთის,
ხორვატიის და გერმანიის მეფე |
არ ჰყავდა | |
მარიანა | 24
დეკემბერი 1634 |
16 მაისი
1696 (61 წლის) |
ესპანეთის
დედოფალი |
ფილიპე IV | |
ფილიპ
ავგუსტი |
15 ივლისი
1637 |
22 ივნისი
1639 (2 წლის) |
|||
მაქსიმილიან
თომასი |
21
დეკემბერი 1638 |
5 მაისი
1639 (4 თვის) |
|||
ლეოპოლდ I | 9 ივნისი
1640 |
5 მაისი
1705 (64 წლის) |
საღვთო
რომის იმპერატორი |
||
მარია | 13 მაისი 1646 | ||||
შვილები მარია ლეოპოლდინა ავსტრიელისგან: | |||||
კარლ | 7
აგვისტო 1649 |
27 იანვარი
1664 (14 წლის) |
ტევტონთა
ორდენის დიდი მაგისტრი |
||
შვილები ელეონორა მანტუელისგან: | |||||
ტერეზია
მარია იოზეფა |
27 მარტი
1652 |
26 ივლისი
1653 (1 წლის) |
|||
ელეონორა | 21 მაისი
1653 |
17
დეკემბერი 1697 (44 წლის) |
რეჩ-პოსპოლიტას
დედოფალი და ლოთარინგიის ჰერცოგინია |
||
მარია ანა | 30
დეკემბერი 1654 |
14 აპრილი
1689 (34 წლის) |
კურპფალცის
კურფიურსტი |
იოჰან ვილჰელმ II | |
ფერდინანდ
იოზეფი |
11
თებერვალი 1657 |
16 ივნისი
1658 (1 წლის) |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Konrad Repgen: "Ferdinand III.", in: Anton Schindling; Walter Ziegler (Hrsg.): Die Kaiser der Neuzeit. 1519–1918. Heiliges Römisches Reich, Österreich, Deutschland. C.H. Beck, München (1990), S. 142–168.
- Brigitte Vacha (Hrsg.): Die Habsburger. Eine europäische Familiengeschichte. Wien (1992), S. 220–228.
- Walter Kalina: Ferdinand III. und die bildende Kunst. Ein Beitrag zur Kulturgeschichte des 17. Jahrhunderts, Dissertation Universität Wien (2003).
- Richard Reifenscheid: "Kaiser Ferdinand III.", in: Gerhard Hartmann; Karl Schnith (Hrsg.): Die deutschen Kaiser. 1200 Jahre europäische Geschichte, Wiesbaden (2006), S. 551–557.
- Mark Hengerer: Kaiser Ferdinand III. (1608-1657). Vom Krieg zum Frieden, Böhlau Verlag, Wien (2008). ISBN 3-205-77765-4 bzw. ISBN 978-3-205-77765-6
- Lothar Höbelt: Ferdinand III. Friedenskaiser wider Willen. Ares Verlag, Graz 2008 ISBN 978-3-90247-556-5
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|