Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ ადლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადლერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფრიდრიხ ადლერი (გერმ. Friedrich Adler; დ. 9 ივლისი, 1879 — გ. 2 იანვარი, 1960) — ავსტრიელი ფილოსოფოსი, ავსტრომარქსიზმისა ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვიქტორ ადლერის შვილი.

განათლებით იყო ფიზიკოსი. 1907-1911 წლებში იყო ციურიხის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. ფილოსოფიაში გააერთიანა დიალექტიკური მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი. მხარს უჭერდა პროლეტარიატის ნეიტრალიტეტს პირველი მსოფლიო ომის დროს. 1916 წელს მოკლა ავსტრიის პრემიერ-მინისტრი კარლ ფონ შტრუხი. 1918 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან. ჩართული იყო მეორე ინტერნაციონალის მუშაობაში. 1923-1940 წლებში იყო სოციალისტური მუშათა ინტერნაციონალის აღმასკომის წევრი. ებრძოდა კომუნიზმს. მხარს უჭერდა ანშლუსს. 1946 წლიდან ცხოვრობდა ციურიხში.