Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1969

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

7-23 სექტემბერი, 1969. ლუბლინი, პოლონეთი

ქალთა მეოთხე საჭადრაკო ოლიმპიადას პოლონეთის ქალაქ ლუბლინმა უმასპინძლა. პოლონეთის ამ ქალაქში 15 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩავიდა. უპირველეს ფავორიტებად კვლავ საბჭოთა ნაკრები მიიჩნეოდა, რომლის ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონობის მაშინდელი უცვლელი პრედენდენტი, ალა კუშნირი და ქართული ჭადრაკის ახალი ვარსკვლავი, ნანა ალექსანდრია იცავდნენ. წინა ოლიმპიადასთან შედარებით ზოგიერთ გუნდში ახალი სახელები გამოჩნდნენ. უნგრეთის ნაკრებში პირველ - მეორე დაფებზე დასხდნენ მარია ივანკა და ჟუჟა ვერეცი. სათადრიგოდ უნგრელებს კიდევ ერთი ახალგაზრდა მოჭადრაკე - კაროლინა ჰონფი ჰყავდათ. ახალი ლიდერი ჰყავდათ ჩეხებსაც, სტეფანკა ვოკრჟლოვას სახით. სათადარიგოდ აქ იანა მალიპეტროვა თამაშობდა. სამაგიეროდ კვლავ ძველი გვარდიით თამაშობდნენ გდრ-ს და პოლონეთის გუნდები. იუგოსლავიის გუნდში მართლია აღარ იყვნენ ლაზარევიჩი და ნედელკოვიჩი, მაგრამ არც ახალგაზრდები გამოჩენილან. რუმინეთის ნაკრებში არ იყო ნიკოლაუ, ახალი სახე მათ მხოლოდ ერთი (სუზანა მაკაი) ყავდათ.

ახალგაზრდობამ თავისი სიტყვა ტურნირის სტარტზევე თქვა. შვიდი ტურის შემდეგ 11,5-11,5 ქულით ლიდერობდნენ საბჭოთა, ჩეხი და უნგრელი მოჭადრაკეები. დანარჩენი გუნდები საგრძნობლად ჩამორჩნენ, თუმცა საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლის შანსს მეტნაკლებად მაინც ინარჩუნებდნენ. მერვე ტურიდან საბჭოთა ნაკრები ერთპიროვნულად გალიდერდა და თანდათნ კიდევ უფრო ზრდიდა თავის უპირატესობას. საბოლოოდ სამი ტურით ადრე ჩემპიონის საკითხი გადაწყვეტილი იყო. უნგრელებმაც თანდათან ჩამოიტოვეს მეტოქეები და მეორე ადგილს დაეპატრონნენ. დიდი ბრძოლა გაჩღდა მესამე ადგილისათვის. ვეტერანებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა დაძაბულობას ვერ გაუძლეს და პოზიციები თანდათან დათმეს. ისინი კონკრეტულ მატჩში კი ამარცხებდნენ ახალგაზრდა ოპონენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს, მაგრამ მთელი ტურნირისათვის ძალები აშკარად არ ყოფნიდათ. ასე მაგალითად, რუმინელებმა პირადი შეხვედრები უნგრეთსაც (2-0) მოუგეს და ჩეხოსლოვაკიასაც (1,5-0,5), ჩეხები იუგოსლავიელებმაც დაამარცხეს, მაგრამ შემდეგ გადაღლილები დაუგეგმავ ქულებს კარგავდნენ აშკარად სუსტ მეტოქეებთნ. სამაგიეროდ ჩეხებს ეყოთ ძალა და პირველად დაეპატრონნენ ბრინჯაოს მედლებს. საბჭოთა მოჭადრაკეებმა კი ვერა მენჩიკის თასთან და ჩემპიონის ოქროს მედლებთნ ერთდ, მცირე ოქროს მედლებიც მიიღეს თავიანთ დაფაზე საუკეთესო შედეგისათვის.

ტექნიკური შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
1 სსრ კავშირი საბჭოთა კავშირის დროშა 1 2 2 2 2 1,5 1,5 2 2 2 2 2 2 2 26
2 უნგრეთი 1 უნგრეთის დროშა 0,5 1 1,5 1,5 1,5 2 0,5 2 1 2 2 2 2 20,5
3 ჩეხოსლოვაკია 0 1,5 ჩეხოსლოვაკიის დროშა 0,5 2 1,5 1 0,5 2 1,5 2 1 1,5 2 2 19
4 იუგოსლავია 0 1 1,5 იუგოსლავიის დროშა 1 0 1,5 1,5 2 2 1,5 1 1,5 2 2 18,5
5 ბულგარეთი 0 0,5 0 1 ბულგარეთის დროშა 1,5 2 1 1 1,5 2 1,5 1,5 2 2 17,5
6 გდრ 0 0,5 0,5 2 0,5 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა 1 1 1 1 2 2 1,5 2 2 17
7 პოლონეთი 0,5 0,5 1 0,5 0 1 პოლონეთის დროშა 1 1,5 1,5 1,5 1,5 2 2 2 16,5
8 რუმინეთი 0,5 0 1,5 0,5 1 1 1 რუმინეთის დროშა 1,5 1 1 1,5 2 2 2 16,5
9 ნიდერლანდები 0 1,5 0 0 1 1 0,5 0,5 ნიდერლანდების დროშა 0,5 2 1 1,5 1,5 2 13
10 ინგლისი 0 0 0,5 0 0,5 1 0,5 1 0,5 ინგლისის დროშა 1 1,5 1,5 2 1,5 12,5
11 გფრ 0 1 0 0,5 0 0 0,5 1 0 1 დასავლეთ გერმანიის დროშა 1,5 1 1,5 2 10
12 დანია 0 0 1 1 0,5 0 0,5 0,5 1 0,5 0,5 დანიის დროშა 2 1 1,5 10
13 ავსტრია 0 0 0,5 0,5 0,5 0,5 0 0 0,5 0,5 1 0 ავსტრიის დროშა 1 1 6
14 ბელგია 0 0 0 0 0 0 0 0 0,5 0 0,5 1 1 ბელგიის დროშა 1,5 4,5
15 ირლანდია 0 0 0 0 0 0 0 0 0 0,5 0 0,5 1 0,5 ირლანდიის დროშა 2,5

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დროშა: სსრკ სსრკ ბულგარეთის დროშა ირლანდიის დროშა იუგოსლავიის დროშა გერმანიის დროშა პოლონეთის დროშა ავსტრიის დროშა ჩეხოსლოვაკიის დროშა უნგრეთის დროშა რუმინეთის დროშა დანიის დროშა ინგლისის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ბელგიის დროშა ნიდერლანდების დროშა + = -
ნონა გაფრინდაშვილი 1 1 1 0,5 1 1 1 1 1 1 9,5 10 9 1 0
ალა კუშნირი 1 1 1 1 1 0,5 1 1 1 8,5 9 8 1 0
ნანა ალექსანდრია 1 1 1 1 0 1 1 1 1 8 9 8 0 1

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: უნგრეთი უნგრეთი

მარია ივანკა - 8 (+7=2-3), ჟუჟა ვერეცი - 10 (+8=4-0), კაროლინა ჰონფი 2,5 (+2=1-1).

დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია

სტეფანკა ვოკრჟლოვა - 6,5 (+4=5-0), კვეტა ერეტოვა - 6,5 (+5=3-1), იანა მალიპეტროვა 6 (+5=2-3).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი დაფა ქვეყანა %
ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 10 95,0
სტაფანკა ვოკრჟლოვა დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 6,5 9 72,2
მარია ივანკა დროშა: უნგრეთი უნგრეთი 8 12 66,7
მეორე დაფა ქვეყანა %
ალა კუშირი დროშა: სსრკ სსრკ 8,5 9 94,4
ჰენრიეტა კონარკოვსკა დროშა: პოლონეთი პოლონეთი 6,5 9 72,2
კვეტა ერეტოვა დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 6,5 9 72,2
სათადაროგო დაფა ქვეყანა %
ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 8 9 88,9
სუზანა მაკაი დროშა: რუმინეთი რუმინეთი 6,5 8 81,3
ანტონინა გეორგიევა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 6,5 10 65,0
  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]