Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ქვესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერსონაჟის თავზე არსებული ძახილის ნიშანი ნიშნავს იმას, რომ მისგან შესაძლებელია ქვესტის მიღება

ქვესტი (ინგლ. Quest) — როლურ ვიდეო თამაშებში, მათ შორის MMORPG-სა და MUD-ში — დავალება, რომლის წარმატებულად შესრულების შემდეგ სათამაშო პერსონაჟს ან ჯგუფს გადაეცემა ჯილდო. [1][2]

ჯილდო შეიძლება იყოს გამოცდილების ქულები, სხვადასხვა უნარ-ჩვევი, ნადავლი ან განძი, ახალ ლოკაციებთან წვდომა და სხვა.

როგორც წესი, ქვესტი მოიცავს 4 კატეგორიდან ერთ-ერთს: რაიმე არსების განადგურებას, შეგროვებას, საგნების მიწოდებას ან პერსონაჟისთვის კომპანიონობის გაწევას. ქვესტი, ასევე შეიძლება იყოს ერთი მასშტაბური დავალება, მაგალითად, რაიმეს მოძიება და დანიშნულების ადგილამდე მიტანა.

პრაქტიკულად ყველა როლურ თამაშში ქვესტი გვერდით მოვლენას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დაკავშირებული ძირითად სიუჟეტურ ხაზთან და არ ახდენს შესამჩნევ გავლენას მასზე.[3]

  1. Effective Quest Design in MMORPG Environment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-08-12., Game Developers Conference 2005, 11 მარტი, 2005
  2. May Mud of the Month. The MUD Connector (1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-20. ციტატა: „Our areas also include the ability to track a player's progress in a task, and allows for incredibly detailed quests.“
  3. Freeman, David, Creating Emotion in Games: The Craft and Art of Emotioneering., New York: New Riders., 2004, ISBN 1-59273-007-8.