ყაზახი
ქალაქი | |
---|---|
ყაზახი აზერ. Qazax | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | განჯა-ყაზახი |
რაიონი | ყაზახი |
კოორდინატები | 41°05′36″ ჩ. გ. 45°21′58″ ა. გ. / 41.09333° ჩ. გ. 45.36611° ა. გ. |
დაარსდა | 1909 |
ფართობი | 10 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 381±1 მეტრი |
მოსახლეობა | 28 000 (2019) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | AZ 3500 |
ყაზახი (აზერ. Qazax) — ქალაქი დასავლეთ აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აღსთაფაზე, ზღვის დონიდან 323 მეტრის სიმაღლეზე, აღსტაფის რკინიგზის სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით, 9 კმ-ის სიშორეზე.
ქალაქის ფართობი შეადგენს 699 კმ². 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 28 000 კაცს.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი VIII საუკუნეში, არაბი მხედართმთავრის, მარვან იბნ მუჰამედის მიერ დაარსდა. არაბულ წყაროებში ქალაქი „ქესალ“-ის სახელითაა ნახსენები.[2]
1909 წელს, დასახლებას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[3] 1918 წელს, გორის ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის ბაზაზე ქალაქში შეიქმნა ყაზახის სამასწავლებლო სემინარია, რომლის პირველი დირექტორი ფირიდუნ ბეი ქიოჩიარლი გახდა. 1930 წლიდან არის ყაზახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[4]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არსებობს ხალიჩისა და ბამბის დამუშავების ქარხნები, ასევე კვების მრეწველობის ქარხანა, სოფლის მეურნეობის ტექნიკუმი, სამედიცინო სასწავლებელი და სახალხო თეატრი. საბჭოთა დროიდან ქალაქი ხალიჩების დამზადების ცენტრად ითვლებოდა.[3]
-
XVIII საუკუნის ხალიჩა ყაზახიდან. სტამბოლის თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობდა 21 000 ადამიანი, აქედან 10 200 მამაკაცი და 10 800 ქალი იყო.[5] 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობამ 28 000 ადამიანი შეადგინა.[1]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულია ისეთი არქიტექტურული ძეგლები, როგორიცაა იუხარი ესქიფარა (V-VIII საუკუნე), შიაქიარგალას ტაძარი (XV საუკუნე), დაირავიგალა, დივან გალას კოშკი (VI-VII საუკუნე), ჯუმა მეჩეთი (XIX საუკუნე), მართლმადიდებლური ეკლესია (1897-1905), ჰაჯი მაჰმუდ ეფენდის მავზოლეუმი (XIX საუკუნე).[6]
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს დამჯილის და დაშსალაჰლის გამოქვაბულები, რომელიბიც მდებარეობს ავეის მთაზე.[7] ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, გამოქვაბულებში აღმოაჩინეს პალეოლიტის, ნეოლიტისა და შუა საუკუნეების დროინდელი ნაკეთები. შემდგომში აღნიშნული ტერიტორია გადაკეთდა სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine. : ქალაქი ყაზახი
- ↑ „Газах - место, где соединяются горы и равнины“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-09-30.
- ↑ 3.0 3.1
- {{{2}}} — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ↑ 4.0 4.1 Город Газах (Азербайджан). geogoroda.ru (2016-06-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
- ↑ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის 2013 წლის მონაცემები
- ↑ Город Газах. Культура.
- ↑ „Газах“. Города мира (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-30. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
|