შავი ქვრივი (რუს. Чёрная вдова, ნამდვილი სახელი ნატალია ალიანოვნა „ნატაშა“ რომანოვა) — Marvel Comics ერთ-ერთი სუპერგმირი. იგი შექმნა მწერალმა სტენ ლიმ. შავი ქვრივი არის ერთ-ერთი პირველი შურისმაძიებელი. მისი ნამდვილი სახელია ნატაშა რომანოვა.
სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს ნატალია რომანოვას როლს Marvel-ის კინოსამყაროს ფილმებში რკინის კაცი 2 (2010), შურისმაძიებლები (2012), კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი (2014), შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (2015) კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016). შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2017), შურისმაძიებლები: დასასრული (2019) და შავი ქვრივი (2020)