Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ჩენდეს კურორტული ზონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩენდეს კურორტული ზონა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 40°59′15″ ჩ. გ. 117°56′15″ ა. გ. / 40.98750° ჩ. გ. 117.93750° ა. გ. / 40.98750; 117.93750
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 703
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 703
ინგლ.რუს.ფრ.

ჩენდეს კურორტული ზონა (ჩინ. 避暑山庄) — ცინის იმპერიის ზაფხულის სასახლე ჩინეთის ხებეის პროვინციაში, ქალაქ ჩენდეში. შენდებოდა 1703 - 1792 წლებში. კომპლექსის ფართობი 5.6 კმ²-ია და ჩენდეს ურბანული ზონის თითქმის ნახევარს მოიცავს. ეს საკმაოდ ვრცელი კომპლექსი შედგება ადმინისტრაციული და საცერემონიო შენობებისგან. სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ტაძრები და ბაღები ჰარმონიულად ერწყმის ტბების, მდელოების და ტყეების ლანდშაფტს.

პეკინის ზაფხულის სიცხის დროს, იმპერატორები ჩენდეში აფარებდნენ თავს. სასახლეების ზონა მიმსგავსებულია პეკინის აკრძალულ ქალაქს. იგი ორი ნაწილისგან შედგება: სამეფო ნაწილი შესასვლელში,სადაც იმპერატორები ოფიციალურ პირებს, არისტოკრატებსა და სხვადასხვა ქვეყნების დესპანებს იღებდნენ და მეორე - იმპერატორის ოჯახის საცხოვრებელი ნაწილი.

კომპლექსში ყოფნის დროს, ჩინეთის ორი იმპერატორი - ციაცინგი და ხიანფენი გარდაიცვალნენ 1820 და 1861 წლებში.

1994 წელს, იუნესკომ ჩენდეს კურორტული ზონა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]