ჩუმფონის პროვინცია
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩუმფონის პროვინცია ტაი. ชุมพร | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Chumphon | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Chumphon, Tha Sae, Pathio, Lang Suan, Lamae, Phato, Sawi და Thung Tako | ||||
კოორდინატები | 10°29′34″ ჩ. გ. 99°10′45″ ა. გ. / 10.49278° ჩ. გ. 99.17917° ა. გ. | ||||
ფართობი | 6 009 კმ² | ||||
მოსახლეობა | 510 963 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 85 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 077 | ||||
საფოსტო ინდექსი | 86 | ||||
ოფიციალური საიტი | chumphon.go.th | ||||
ჩუმფონი ( ტაი. ชุมพร , სამხრეთული ტაი: ชุมพร) — ტაილანდის სამხრეთ პროვინცია ( ჩანვატი ), რომელიც მდებარეობს ტაილანდის ყურის სანაპიროზე. [1] მეზობელი პროვინციებია პრაჩუაპი ხირი ხანი, სურატ თან და რანონგი . დასავლეთით ესაზღვრება მიანმარის ტანითჰარის პროვინციას.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩამფონის პროვინცია ზუსტად მალაკის ნახევარკუნძულსა და ტაილანდის მთავარ მიწას აკავშირებს. დასავლეთით ესაზღვრება პუკეტის მთა, ხოლო ჩრდილოეთით მდებარეობს ტენასერიმის ბორცვები. ჩუმფონის აღმოსავლეთი სანაპირო ნაწილი ვაკეს უკავია, რომელსაც გასასვლელი აქვს ტაილანდის ყურეზე . მთავარი მდინარეა მდინარე ლანგ სუანი, რომელიც სათავეს იღებს ფათოს რაიონში . პროვინციას ეკუთვნის 222 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი, 44 კუნძული და ჩუმფონის არქიპელაგი. პროვინციას აქვს ჩანჩქერები, პლაჟები, მწვანე ტყეები და მდინარეები. [2]
ჩუმფონს ხშირად მოიხსენიება როგორც ,,სამხრეთის კარიბჭე" .
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის სამხრეთ ნაწილი თავდაპირველად ცალკე პროვინცია იყო, სახელად ლანგ სუანი. იგი ჩუმფონში გაერთიანდა 1932 წელს.
1989 წლის ნოემბერში ტაიფუნი გაის შედეგები პროვინციისთვის მძიმე იყო: 529 ადამიანი დაიღუპა, 160,000 უსახლკაროდ დარჩა, სასოფლო- სამეურნეო მიწის 7 130 კვ. კმ-ის ფართობი განადგურდა. გაი ერთადერთი ტროპიკული ქარიშხალია, რომელმაც ტაილანდამდე ამ ძალით მიაღწია.
ჩამფონი ესაზღვრება ბირმის ტანითჰარის პროვინციას. [3]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდების ,,ჩამფონის" წარმოშობის შესახებ ორი განსხვავებული თეორია არსებობს. ერთის თანახმად, იგი სათავეს იღებს ჩუმნუმპორნიდან (სიტყვა- სიტყვით ,,ძალების დაგროვება”), რაც მომდინარეობს იქიდან, რომ ჩუმფონი იყო სასაზღვრო ქალაქი. სხვა თეორიის თანახმად, სახელწოდება მომდინარეობს ადგილობრივი ხისგან, სახელად მადუეა ჩუმფონი (มะเดื่อ ชุมพร, Ficus glomerata ), რომელიც პროვინციაში დიდი რაოდენობით მოჰყავთ.
სიმბოლოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის გერბზე ნაჩვენებია ბედის მომტანი თევადა ლოტოსის კვარცხლბეკზე, რომელსაც ორი ფიკუსის ხე აკრავს გარშემო. ფონზე ციხესიმაგრე და ორი საგუშაგო კოშკია გამოსახული, რომელიც ყოფილ ბანაკს გამოსახავს, სადაც პროვინციის გაბედული მეომრები იკრიბებოდნენ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. [4]
პროვინციული ყვავილი არის Canna indica, ხოლო თითის ფორმის ბანანი კიდევ ერთი პროვინციული სიმბოლოა. Barbodes lateristriga - პროვინციული თევზია. [5]
ამინდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება],,წვიმიანი სეზონი" (ზაფხულის პერიოდი) - ამ პერიოდში ქარი დასავლეთიდან ქრის და შესაბამისად, აღმოსავლეთ სანაპიროზე მშვიდი, იშვიათად წვიმიანი პერიოდია.
,,მშრალი სეზონი" (ზამთრის პერიოდი) - ამ დროს ქარი აღმოსავლეთიდან ქრის, ამინდი კი შესანიშნავია.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის პირველ 11 თვეში ჩუმფონიში ტურისტების რიცხვმა 17 პროცენტით მოიმატა და 1.86 მილიონი შეადგინა, ხოლო ტურიზმის შემოსავლები 21 პროცენტით, 7.55 მილიარდ ბატამდე გაიზარდა. 2014 წელს სასტუმროების საშუალო დატვირთვა 65 პროცენტამდე გაიზარდა. [2]
სანაპიროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვინაიდან ჩუმფონი არის პროვინცია, რომელსაც ტაილანდის ყურეზე 222 კილომეტრის სიგრძის გასასვლელი აქვს, აქ მრავალი პლაჟია, როგორიცაა:
ჰატ თუნგ ვუა ლაენ: პლაჟი, რომელიც 16 კილომეტრის სიგრძისაა. ის მდებარეობს ჩამფონის ცენტრში ჩრდილო – აღმოსავლეთით. სანაპიროზე მდებარეობს დიდი რაოდენობით კურორტები და კვების ობიექტები. ეს სანაპირო ჩამფონის მატარებლის სადგურიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო პათიუში მდებარე ჩუმფონის აეროპორტიდან 17 კილომეტრით.
ჰატ საფლი: დაახლოებით 2 კილომეტრითაა დაშორებული ჰატ თუნგ ვუა ლაენიდან. ეს არის ნახევარმთვარის ფორმის პლაჟი, რომლის ნაპირიც დაფარულია თეთრი ქვიშით. 2017 წელს დაბინძურების კონტროლის დეპარტამენტმა ეს პლაჟი შეაფასა, როგორც ქვეყნის # 1 ყველაზე სუფთა პლაჟი. აქ არის თევზმჭერთა სოფელი სახელწოდებით ,,ბან თა სამეტი".
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Chumphon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 4 November 2015.
- ↑ 2.0 2.1 „Unpretentious beauty“. Bangkok Post. 2016-01-27. ციტირების თარიღი: 27 January 2016. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "BP" defined multiple times with different content; $2 - ↑ "Putrajaya's migrant deluge woes", The Star, Kuala Lumpur, 13 May 2015, http://www.thestar.com.my/News/Nation/2015/05/13/Putrajayas-migrant-deluge-woes-Emergency-meetings-held-to-find-solutions/
- ↑ Chumphon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 31 May 2015.
- ↑ Suraset Meesin (story) and Editorial Team (photos), ปลาเด็ด 77 จังหวัด #6 (Cool fish in 77 provinces #6), Aquarium Biz, Vol. 4 Issue 43 (January 2014) ტაი. ภาษาไทย