Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

წნევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წნევა

გამოსახულება, რომელიც გვიჩვენებს დახურულ სივრცეში ნაწილაკების შეჯახების შედეგად წარმქმნილ წნევას
სიმბოლოს აღნიშვნა
SI სისტემა ნ/მ2 (პასკალი)
სხვა სიდიდეებიდან
წარმოება
განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

წნევა (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც რიცხობრივად უდრის ფართობის ერთეულზე მოქმედ ძალას; იგი ახასიათებს იმ ნორმალური (ზედაპირის პერპენდიკულარული) ძალების ინტენსიურობას, რომლებითაც ერთი სხეული მოქმედებს მეორე სხეულის ზედაპირზე. თუ ძალები ზედაპირის გასწვრივ თანაბრადაა განაწილებული, ზედაპირის ნებისმიერ ნაწილზე წნევა :, სადაც არის ზედაპირის ამ ნაწილის ფართობი, ხოლო — მასზე ნორმალურად მოდებული ძალების ჯამი. თუ ძალები არათანაბრადაა განაწილებული, ეს ტოლობა განსაზღვრავს საშუალო წნევას ფართობზე, ხოლო ზღვარში, როდესაც მიისწრაფვის ნულისაკენ, — წნევის მოცემულ წერტილში. ძალების თანაბარი განაწილებისას წნევა ზედაპირის ყველა წერტილში ერთნაირია, არათანაბარი განაწილებისას კი წერტილიდან წერტილამდე იცვლება.

წნევის ცნება ანალოგიურად შემოაქვთ უწყვეტი გარემოსთვისაც. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სითხისა და აირის მექანიკაში. უძრავი სითხის ნებისმიერ მოცემულ წვრტილში წნევა ერთნაირია ნებისმიერი მიმართულებით. ეს მართებულია მოძრავი სითხისა და აირისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ შეიძლება მათი მიჩნევა იდეალურად (არ არის ხახუნი). ბლანტი სითხის მოცემულ წერტილში წნევას განმარტავენ როგორც სამი ურთიერთპერპენდიკულარული მიმართულებით წარმოებული წნევების მნიშვნელობების საშუალოს. წნევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკურ, ქიმიურ, მექანიკურ, ბიოლოგიურ და სხვა მოვლენებში.

აირში წნევა გამოწვეულია სითბური მოძრაობის დროს მოლეკულების დაჯახებით ერთმანეთთან და აირის მოსაზღვრე მყარი სხეულების ზედაპირთან. აირში (ამ წნევას შეიძლება ვუწოდოთ სითბური) ტემპერატურის (მოლეკულების კინეტიკური ენერგიის) პროპორციულია. განსხვავებით აირისაგან, რომელშიც საშუალო მანძილები ქაოსურად მოძრავ მოლეკულებს შორის ბევრად აღემატება მათ ზომებს, კონდენსირებულ გარემოში (სითხეები, მყარი სხეულები) ატომებს შორის მანძილები მათი ზომების რიგისაა და განისაზდერება ატომთშორისი (მოლეკულათშორისი) მიზიდვისა და განზიდვის ძალების წონასწორობით. ატომების ერთმანეთთან დაახლოებისას იზრდება განზიდვის ძალები, რაც განაპირობებს ე. წ. ცივ წნევას. კონდვნსირებულ გარემოში წნევას აქვს „სითბური“ მდგენელიც, რომელიც დაკავშირებულია ატომების (ბირთვების) სითბურ მოძრაობასთან.

წნევას ზომაეენ მანომეტრებით, ბარომეტრებით, ვაკუუმმეტრებით და სხვა.

წნევის ერთეულის განზომილებაა ძალის განზომილების ფარდობა ფართობის განზომილებასთან. SI სისტემაში წნევის ერთეულია პასკალი, ნ/მ2. ერთეულთა MKGS სისტემაში — კგძ/სმ2, არსებობს წნევის სისტემის გარეშე ერთეულები: ფიზ. ატმ. (ატმ), ტექ. ატმ. (ატ), ბარი, აგრეთვე მმ წყ. სვ-ისა და მმ ვწყ. სვეტისა (ტორი) და სხვა.

ნ/მ2 (პასკალი) ბარი კგძ/სმ2 ატმ მმ ვწყ. სმ. მმ. წყ. სვ.
1 ნ/მ2 (პასკალი) 1 10-5 1.01972·10-5 0.98692·10-5 750.06·10-5 0.101972
1 ბარ=106 დნ/სმ2 105 1 1.01972 0.98692 750.06 1.01972·104
1 კგძ/სმ2=1 ატ 0.980665·105 0.980665 1 0.96784 735.56 104
1 ატმ 1.01325·105 1.01325 1.0332 1 760 1.0332·104
1 მმ ვწყ. სვ. 133.322 1.33322·10-3 1.35951·10-3 1.31579·10-3 1 13.5951
1 მმ წმ. სვ. 9.80665 9.80665·10-5 10-4 9.67841·10-5 7.3556·10-4 1

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში წნევას გამოსახავენ შემდეგი ერთეულებით: lbf/in2 (გირვანქა-ძალა კვადრატულ დუიმზე), pdf/ft2 (პაუნდალი კვადრატულ ფუტზე), in H2O (წყლის სვეტის დუიმებით), ft H2O (წყლის სვეტის ფუტებით), in Hg (ვერცხლისწყლის სვეტის დუიმებით) და სხვა.

  • 1 lbf/in2=6894.76 ნ/მ2;
  • 1 pdf/ft2=1.48816 ნ/მ2;
  • 1 in H2O=249.089 ნ/მ2;
  • 1 ft H2O=2989.07 ნ/მ2;
  • 1 in Hg=3386.39 ნ/მ2.