ხელოვნური ენა
იერსახე
ხელოვნურ ენას უწოდებენ სპეციალურად შექმნილ ენებს, რომლებშიც ლექსიკა, ფონეტიკა და გრამატიკა საგანგებოდ არის შემუშავებული გარკვეული მიზნების განსახორციელებლად. სწორედ ფუნქციის ეს მიზანმიმართულობა განასხვავებს ხელოვნურ ენას ბუნებრივი ენებისგან.
ზოგჯერ მოცემულ ენებს გამოგონებულ ენებსაც უწოდებენ (ინგლ. invented language). ასეთი ენები უკვე 1000-ზე მეტია დღევანდელ მსოფლიოში, და მათი რიცხვი გამუდმებით იზრდება.
ხელოვნური ენების შექმნის მიზნებს, სხვათა შორის, წარმოადგენს ადამიანის ურთიერთობის გაადვილება, - როგორიცაა საერთაშორისო დამხმარე ენები, კოდები, მხატვრული ლიტერატურისადმი დამატებითი რეალიზმის მინიჭება, ლინგვისტური ექსპერიმენტები, გამოგონებულ სამყაროში კომუნიკაციის გაიოლება, ენობრივი თამაშები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beutelspacher, Albrecht: Geheimsprachen (= Becksche Reihe Wissen. Bd. 2071). 4. Aufl., C. H. Beck, München 2005, ISBN 3406490468; 5., aktual. Aufl., München 2012, ISBN 978-3-406-49046-0.