Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ჰანს ჰააზი (მიკოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანს ჰააზი
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1904
კარლსრუე
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 2003 (98 წლის)
ბადენ-ვიურტემბერგი
ეროვნება გერმანელი
საქმიანობა მიკოლოგი

ჰანს ჰააზი (გერმ. Hans Haas; დ. 5 ნოემბერი, 1904 — გ. 16 აპრილი, 2003) — გერმანელი მიკოლოგი. მისი საავტორო ბოტანიკურ-მიკოლოგიური შემოკლებაა H.Haas.

დაიბადა 1904 წლის 5 ნოემბერს, კარლსრუეში. 1925 წლიდან 1929 წლამდე ბიოლოგიას და სხვა საგნებებს სწავლობდა შტუტგარდის უნივერსიტეტში. 1932 წელს, გერმანელ ბოტანიკოსთან და პროფესორთან, რიჩარდ ჰარდერთან ერთად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ვიურტემბერგის ზოგიერთი რაიონის ტყის მასივის ხმელეთის დიდი სოკოები“. ამ ნამუშევრისთვის იგი მიჩნეულია სოკოების სოციოლოგიის და ეკოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

1976 წლიდან იყო გერმანიის მიკოლოგიური საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე.

  • Ulrich Kull: Hans Haas: 1904-2003. Jahreshefte der Gesellschaft für Naturkunde in Württemberg 159:305-308, 2003.
  • Gerhard Kost: Nachruf auf unseren Ehrenvorsitzenden Dr. Hans Haas. Zeitschrift für Mykologie 69:155-166, 2003.
  • Ernst Dittrich: Nachruf zum Tode von Herrn Dr. Hans Haas. Südwestdeutsche Pilzrundschau. 39: 59–60, 2003.
  • Helmut Herwanger: Oberschwäbische Botaniker aus fünf Jahrhunderten. Jahreshefte der Gesellschaft für Naturkunde in Württemberg 170, Teil 2, 187–192, 2014 (Foto S. 187).