Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ჰოლი ჰანტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოლი ჰანტერი

ჰოლი ჰანტერი 2015 წელს
დაბადების სახელი ჰოლი ჰანტერი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1958 (1958-03-20) (66 წლის)
კონიერსი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1981–დღემდე
მეუღლე(ები) იანუშ კამინსკი (1995-2001)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1993 — პიანინო
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

1993 — პიანინო
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი

1993 — პიანინო

ჰოლი ჰანტერი (ინგლ. Holly Hunter; დ. 20 მარტი, 1958) — ამერიკელი მსახიობი. ფილმში შესრულებული როლისთვის „პიანინო“, მიენიჭა ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. შესრულებული როლებისთვის ფილმებში „ტელეამბები“ „ფირმა“ და „ცამეტი“ ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე. მოგებული აქვს აგრეთვე ორი ემის პრემია და ოქროს გლობუსი.

ჰოლი ჰანტერი დაიბადა ჯორჯიის შტატის ქალაქ კონიერსში, დედამისის, დიასახლისის ოპალ მარგარიტისა და მამამისის ჩარლზ ედვინ ჰანტერის ოჯახში. ქალაქ პიტსბურგში კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში ჰანტერმა დრამის სფეროში მიიღო ხარისხი და გარკვეული დროით როლებს ასრულებდა თეატრალურ სცენებში. მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ნიუ-იორკში. მისი კინოდებიუტი შედგა 1981 წელს ფილმში „წვა“.

1982 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში, სადაც როლებს იღებდა სატელევიზიო ფილმებში. 1993 წელს როლი შეასრულა ფილმში „პიანინო“, რომელმაც 3 ოსკარის პრემია და 1 ოქროს გლობუსი მოიპოვა. ჰოლი ჰანტერი ურთიერთობაში იმყოფებოდა ოპერატორ იანუშ კამინსკისთან.[1] აგრეთვე ხვდებოდა ბრიტანელ მსახიობს გორდონ მაკდონალდს.[2] 2006 წლის იანვარს ჰანტერის პუბლიცისტმა განაცხადა, რომ ჰოლის ტყუპების სახით შეეძინა ორი შვილი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1981 წვა The Burning სოფი
1984 დამატებითი შეცვლა Swing Shift ჯენი
1984 უბრალოდ სისხლი Blood Simple ელენ ტრენდი
1987 არიზონის აღზრდა Raising Arizona ედვინა
1987 ხაზის დასასრული End of the Line შარლოტი
1987 მოხუცების კრება A Gathering of Old Men კენდი მარშალი
1987 ტელეამბები Broadcast News ჯეინი
1989 მის ფოიერვერკი Miss Firecracker კარნელი სკოტი
1989 ყოველთვის Always დორინდა
1991 ერთხელ გარშემო Once Around რენატა
1993 პიანინო The Piano ადა მაკგრატი
1993 ფირმა The Firm ტამი
1995 იმიტატორი Copycat ემ ჯეი მონაჰამი
1995 საოჯახო დღესასწაული Home for the Holidays კლაუდია
1996 შეტაკება Crash ელენ რემინგტონი
1997 ჩვეულებრივზე უარესი ცხოვრება A Life Less Ordinary ო'რეილი
1998 ცხოვრება მთელი სიმძლავრით Living Out Loud ჯუდითი
1999 იესოს შვილი Jesus' Son მირა
2000 ეძებეთ ქალი Woman Wanted ემა
2000 ტაიმკოდი Timecode რენი
2000 ო, ძმაო, სად ხარ? O Brother, Where Art Thou? პენი
2000 ქალის საუდუმლოებები Things You Can Tell Just by Looking at Her რებეკა
2001 ფესტივალი კანში Festival in Cannes საკუთარი თავი
2002 მთვარის შუქი Moonlight Mile მონა
2003 მონანიება Levity ადელი
2003 ცამეტი Thirteen მელანი ფრილენდი
2004 პატარა შავი წიგნაკი Little Black Book ბერბი
2000 ანფ ყველაზე მაგრები მსოფლიოში The Incredibles ელენ პარი
2005 ცხრა სიცოხლე Nine Lives სონია
2005 თეთრი მიწა The Big White მარგარეტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Holly Hunter has twins at 47“. The Telegraph. January 19, 2006. ციტირების თარიღი: February 1, 2012.
  2. "Twins for Oscar Winner Holly Hunter" დაარქივებული 2016-06-19 საიტზე Wayback Machine. January 18, 2006, People