Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ჰუები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუები

ორი ჰუი ქალი და მამაკაცი ტრადიციული ტანისამოსით
საერთო მოსახლეობა
10,586,087 (2011 წლის აღწერით)
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია, მიანმარი, ტაილანდი
ენები ჩინური, დუნგანური და სხვა სინიტური ენები
რელიგიები ძირითადად სუნიზმი[1][2][3]

ჰუები (ჩინ.: 回族, ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია: خُوِذُو, დუნგანური:Хуэйзў, Xuejzw) — აღმოსავლეთ აზიის ეთნორელიგიური ჯგუფი რომელიც შედგება ჩინურად მოსაუბრე ისლამის მიმდევრებისგან, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში და ჭონგიუენის რეგიონში. 2011 წლის აღწერით ჩინეთში დაახლოებით 10.5 მილიონი ჰუი ცხოვრობს. ჰუები უმეტესად ისლამის მიმდევრები არიათ, თუმცა არსებობს სხვა რელიგიების მიმდევარი მცირე ჯგუფებიც. ყირგიზეთსა და ყაზახეთში მცხოვრები 110 000 დუნგანიც ჰუების ეთნოსის ნაწილად მიიჩნევა.

ისლამური წეს-ჩვეულებებით ჩამოყალიბებულ მათ კულტურას ისლამურ კულტურასთან მჭიდრო კავშირი აქვს. მაგალითად, როგორც მუსლიმები ისენი იცავენ კვების ისლამურ წესს და არ ჭამენ ჩინეთში ყველაზე ხშირად გამოყენებად ღორის ხორცს. მათ განვითარებული აქვთ ჩინური სამზარეულოს თავისებური ვარიანტი. მათი ჩაცმულობაც განსხვავდება ტრადიციული ჩინური ტანისამოსისგან, სხვა ისლამური კულტურების მსგავსად მამაკაცები ატარებენ არახჩინს ხოლო ქალები თავსაბურავს.

ჰუები არიან ჩინეთის მიერ აღიარებული 56 ეთნიკური ჯგუფიდან ერთ-ერთი. მთავრობის განმარტებით ჰუები არიან ყველა ის ისტორიულად მუსლიმი ჩინელები რომლებიც არ შედიან ჩინეთის სხვა რომელიმე ეთნიკურ ჯგუფში. ისინი განსხვავდებიან სხვა ისეთი მუსლიმი ჯგუფებისგან როგორიცაა მაგალითად უიღურები. ჰუები ძირითადად ჩინურად საუბრობენ, თუმცა ხმარებაში შემორჩენილი აქვთ გარკვეული არაბული და სპარსული ფრაზები. ჰუები არიან უნიკალური ეთნიკური ჯგუფი ჩინეთში რადგან მათი ენა არ ასოცირდება არა-სინიტური ენის ჯგუფთან.

ჰუები კონცენტრირებული არიან ჩრდილო-დასავლეთ შინეთში (ნინსია-ხუეი, განსუ, ცინხაი, სინძიანი), თუმცა ასევე არის თემები სხვა რეგიონებშიც. მაგალითად: მანჯურია, პეკინი, სიანი, შიდა მონღოლეთი, ხებეი, ხაინანი და იუნანი.

ჰუები მრავალფეროვანი წარმოშობისაა. ძირითადად წარმოშობილი არიან ჩინელებისგან, თუმცა ასევე ნაწილობრივ აბრეშუმის გზის ემიგრანტებისგან. მათი წინაპრების უმეტესობა არის ცენტრალური აზიიდან,[4] ასევე შუა აღმოსავლეთის ისეთი ეთნიკური ჯგუფებისგან როგორიც (მაგალითად არაბები და ირანელები) ვინც ჩინეთში ისლამი გაავრცელა. ჩინელების 6.7%-ს აქვს შუა აღმოსავლური გენი.[5] მათ მნიშნველოვანი გენეტიკური ერთგვაროვნება აქვთ ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონების მაცხოვრებლებთან ვიდრე ვთქვათ ევროპის ან შუა აღმოსავლეთის ხალხებთან, რაც ხანდახან წარმოშობს გაურკვევლობას ჰუების კულტურულ წარმოამავლობასთან მიმართებაში.[5] ჩინეთის შუა საუკუნეების რამდენიმე დინასტია, განსაკუთრებით ტანის დინასტია, სუნის დინასტია და მონღოლების იუანის დინასტია, ახალისებდნენ ცენტრალური აზიიდან უმეტესად მუსლიმების მიგრაციას. ემიგრაცია თანდათანობით შეერია ჩინელებს, და შედეგად ჩამოყალიბდნენ ჰუები.

მიუხედავად ამისა, ჩინეთის აღწერის სტატისტიკა ჰუებს მიაკუთვნებს ისეთ სხვა არა-ჩინურად მოლაპარაკე თემებსაც, რომლებიც ოფიციალურად მთავრობის მიერ არ არიან აღიარებული ცალკე ეთნიკურ ჯგუფებად. მათ შორის სამხრეთში ხაინანის პროვინციაში რამდენიმე ათას უცულებს, რომლებიც ავსტრონეზიულ ცატურზე საუბრობენ, რომელიც თავის მხრივ ენათესავება ვიეტნამური მუსლიმური უმცირესობის ჩამპების ენას. ანთროპოლოგი დრუ გლედნის აზრით ისინი ხაინანში მიგრირებული ჩამპების შთამომავლები არიან. ბაიების მცირე მუსლიმი წევრებიც (მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუბრობენ ბაიზე) ასევე კლასიფიცირებული არიან როგორც ჰუები, ასევე როგორც ტიბეტელი მუსლიმების ზოგიერთი მცირე ჯგუფებიც.

1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამყარების შემდეგ, ჩინეთის მთავრობამ ჰუები შეიყვანა ჩინეთის ათ ისტორიულად ისლამურ უმცირესობებეში.

ადრეულ საუკუნებში ტერმინი მოიაზრებდა ჩინურად მოლაპარაკე უცხოური წარმოშობის მაჰმადიან ჯგუფებს. ისლამის მიმდევრობა არ იყო მთავარი კრიტერიუმი. უცხოლი მუსლიმების აღწერისთვის ტერმინი ჰუების გამოყენება თარიღდება სუნის დინასტიის პერიოდით (960–1279 წლები).

შიდა მიგრაციის შედეგად ჰუები აღმოჩნდნენ გაბნეული ჩინეთის სხვა და სხვა პროვინციებში.

  • Chuah, Osman (April 2004). „Muslims in China: the social and economic situation of the Hui Chinese“. Journal of Muslim Minority Affairs. 24 (1): 155–162. doi:10.1080/1360200042000212133. S2CID 144060218.
  • Forbes, Andrew; Henley, David (2011) China's Ancient Tea Horse Road. Chiang Mai: Cognoscenti Books. 
  • Forbes, Andrew; Henley, David (2011) Traders of the Golden Triangle. Chiang Mai: Cognoscenti Books. 
  • Gladney, Dru C. (1997). Ethnic Identity in China: The Making of a Muslim Minority Nationality (Case Studies in Cultural Anthropology). ISBN 0-15-501970-8. 
  • Hillman, Ben (2004). „The Rise of the Community in Rural China: Village Politics, Cultural Identity and Religious Revival in a Hui Hamlet“. The China Journal. 51 (51): 53–73. doi:10.2307/3182146. JSTOR 3182146. S2CID 143548506.
  • Berlie, Jean (2004). Islam in China, Hui and Uyghurs: between modernization and sinicization, the study of the Hui and Uyghurs of China. Bangkok, Thailand: White Lotus Press. ISBN 974-480-062-3. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „By choosing assimilation, China's Hui have become one of the world's most successful Muslim minorities“. The Economist. 8 October 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2016. ციტირების თარიღი: 8 October 2016.
  2. الماتريدية وآثارها في الفكر الإنساني بدول طريق الحرير.. الصين نموذجًا. Alfaisal Magazine.
  3. الحنفية الماتريدية في بلاد الصين. midad.com.
  4. Yao, Y. G.; Kong, Q. P.; Wang, C. Y.; Zhu, C. L.; Zhang, Y. P. (2004). „Different matrilineal contributions to genetic structure of ethnic groups in the silk road region in china“. Molecular Biology and Evolution. 21 (12): 2265–80. doi:10.1093/molbev/msh238. PMID 15317881.
  5. 5.0 5.1 Yao, Hong-Bing; Wang, Chuan-Chao; Tao, Xiaolan; Shang, Lei; Wen, Shao-Qing; Zhu, Bofeng; Kang, Longli; Jin, Li; Li, Hui (2016-12-07). „Genetic evidence for an East Asian origin of Chinese Muslim populations Dongxiang and Hui“. Scientific Reports (ინგლისური). 6 (1): 38656. doi:10.1038/srep38656. ISSN 2045-2322.