ჰუსეინი (ირანი)
სულთან ჰუსეინი | |
---|---|
ჰუსეინ I | |
სეფიანთა ირანის მე-9 შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1694 |
მმართ. დასასრული: | 1722 |
წინამორბედი: | სულეიმან I |
მემკვიდრე: | თამაზ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ოქტომბერი, 1668 |
გარდ. თარიღი: | ნოემბერი, 1726 |
გარდ. ადგილი: | ისფაჰანი |
შვილები: | თამაზ II |
სრული სახელი: | სულთან ჰუსეინ მირზა |
დინასტია: | სეფიანები |
მამა: | სულეიმან I |
დედა: | ელენე ჯაყელი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
შაჰ-ჰუსეინ I, სულთან ჰუსეინი (სპარს. شاه سلطان حسین; დ. 1668 — გ. 1726) — ირანის შაჰი 1694-1722 წლებში, სეფიანების მეცხრე წარმომადგენელი, შაჰ სულეიმან I-ის შვილი.
როდესაც სულეიმან I სიკვდილის პირას იყო, მან თავის საჭურისებს მის ორ შვილს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვა და უთხრა, რომ თუ მათ სურდათ მშვიდობა, აერჩიათ უფროსი — ჰუსეინი, ხოლო თუ იმპერიის გაძლიერება — უმცროსი ვაჟი, აბასი. საჭურისებმა მშვიდობა არჩიეს და შაჰ-სულეიმანს ჰუსეინის ტახტზე აყვანა ურჩიეს, შაჰ-სულეიმანიც დათანხმდა და თავის მემკვიდრედ ჰუსეინი გამოაცხადა.
ჰუსეინის მმართველობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე მტკივნეული მომენტი ავღანეთის დაკარგვა იყო და ეს სწორედ მისი უმოქმედობის გამო მოხდა. როგორც კი ავღანელებმა დაინახეს, რომ ირანის შაჰი სუსტი იყო, მაშინვე თავისუფლებისათვის ბრძოლა დაიწყეს. ავღანეთის დაკარგვა დაიწყო 1709 წელს მისი ერთ-ერთი მხარის დაკარგვით. შაჰ-ჰუსეინმა ვერ მოახერხა ამ ყველაფერზე კონტროლის დამყარება და შეჩერება, სწორედ ამიტომ იგი საბოლოოდ დამარცხდა.
1722 წელს იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო და მმართველად ეღიარებინა მაჰმუდ ჰოთაკი.
1725 წელს ჰოთაკის ბრძანებით ისპაჰანში შეპყრობილი 40-დან 45-მდე სეფიანთა დინასტიის უფლისწული სიკვდილით დასაჯეს. შაჰზადეების დახოცვის დროს ჰუსეინმა მხოლოდ თავისი ერთ-ერთი ვაჟის, თამაზის გადარჩენა მოახერხა.
თავად შაჰი 1726 წელს დაისაჯა სიკვდილით. აშრაფ ჰოთაკიმ საკუთარი ხელით მოკვეთა თავი მას და ოსმალეთის სულთანს, აჰმედ III-ს გაუგზავნა.
საბოლოოდ, მისმა შვილმა, თამაზ II-მ, რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, მოახერხა და გახდა სეფიანთა ირანის შაჰი, თუმცა მცირე ხნით.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შაჰზადე სულთან მაჰმუდ მირზა 1697 – მოკლეს 8 თებერვალი, 1725.
- შაჰზადე სეფი მირზა (1699 – მოკლეს 8 თებერვალი, 1725.
- თამაზ II (1704–1740).
- შაჰზადე სულთან მეჰრ მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
- შაჰზადე სულთან ჰეიდარ მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
- შაჰზადე სულთან სალიმ მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
- შაჰზადე სულთან სულეიმან მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
- შაჰზადე სულთან ისმაილ მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
- შაჰზადე სულთან მუჰამედ მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
- შაჰზადე სულთან ჰალილ მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
- შაჰზადე მუჰამად ბაყერ მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
- შაჰზადე მუჰამედ ჯაფარ მირზა (მოკლეს 8 თებერვალი, 1725).
ქალიშვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელი უცნობია, დაქორწინდა მირზა მუყიმ ხალიფა სულთანზე.
- სახელი უცნობია, დაქორწინდა მირზა მუჰამედ იბრაჰიმზე.
- სახელი უცნობია, დაქორწინდა მირ მაჰმუდ ჰოტაკზე.
- ფატმა სულთან ბეგუმი, დაქორწინდა ამანულაჰ სულთანზე.
- ნავაბეჰ ბეგუმი, დაქორწინდა მირ მიანგზე.
- შაჰზადე ბეგუმი, დაქორწინდა აშრაფ–ხანზე.
- რაზია ბეგუმი (1700–1776), დაქორწინებული იყო ორჯერ:
პირველად ქართველ ბატონიშვილზე,
მეორედ ნადირ შაჰზე.
- ფატიმა სულთან ბეგუმი გარდაიცვალა 1736), დაქორწინდა იბრაჰიმ-ხან აფშარზე.
- ფატმა ბეგუმი (გარდაიცვალა 5 თებერვალი, 1740), დაქორწინდა რეზა კოლი მირზაზე, ნადირ-შაჰის ვაჟზე.
- ხანაღა ბეგუმი, დაქორწინდა სულეიმან II სეფიანზე.
- მერიემ ბეგუმი, დაქორწინდა სეიიდ მურთაზა ხალიფა სულთანზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Michael Axworthy, The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant Hardcover 348 pages (26 July 2006) Publisher: I.B. Tauris Language: English ISBN 1-85043-706-8