Azərsu
ფაილი:Azersu logo.png | |
დარგი | წყალმომარაგება |
---|---|
დაფუძნდა | 2011 წლის 11 ივლისი |
სათავო ოფისი | აზერბაიჯანი |
მფლობელი | აზერბაიჯანის მთავრობა |
თანამშრომელი | 13,600 ადამიანი (2021 წლის 1 აპრილი) |
Azersu ASC (ინგლ. Azersu OJSC; ასევე Azersu Open Joint Stock Company) — აზერბაიჯანის წყლის რესურსების ეროვნული ოპერატორი. კომპანია ახორციელებს წყლის მოპოვების, დამუშავების, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის აუცილებელ ღონისძიებებს და იღებს ზომებს ჩამდინარე წყლების გაწმენდისთვის.
Azersu OJSC ეწევა რეზერვუარების, სატუმბი სადგურების, წყალსადენების და კანალიზაციის კოლექტორების პროექტირებას, მშენებლობას, ექსპლუატაციას და მოვლას. კომპანია 2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემების მიხედვით კომპანია სასმელ წყალს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის 1434738 მომხმარებელს.[1]
2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით Azersu OJSC-ის თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 12500-ს. კომპანიის თავმჯდომარე 2011 წლიდან არის გორხმაზ ჰუსეინოვი. თავმჯდომარის პირველი მოადგილე არის თეიუბ ჯაბაროვი, ხოლო მოადგილეები არიან კოჩარლი ჰასანოვი, სეიმურ სეიდოვი და ილგარ თაგიევი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაქოს წყალმომარაგების ისტორია მე-18 საუკუნიდან იწყება. როგორც ისტორიულ წყაროებშია ნათქვამი, მე-18 საუკუნის ბოლოს ქალაქში აშენდა 3 მილსადენი. ბაქოს ჩრდილოეთით 1720-იან წლებში დამონტაჟდა „შაჰის“ მილსადენი. ეს მილსადენი ძირითადად სასმელ წყალს აწვდიდა შირვანშაჰლართა სასახლესა და მის ირგვლივ არსებულ საცხოვრებლებს.
1993 წელს, როდესაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობამ დაიწყო სირთულეების აღმოფხვრა ყველა სფეროში, მათ შორის წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემების სფეროში. ამასთან დაკავშირებით, 1995 წელს დაარსდა აბშერონის რეგიონული წყლის კომპანია, აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის ორდენის ფარგლებში ბაქოში, აბშერონის ნახევარკუნძულსა და სუმგაითში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების განვითარების მიზნით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის ბრძანებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წყალმომარაგების სისტემის მართვის გაუმჯობესების შესახებ“ განხორციელებული რეფორმებისა და გაუმჯობესების მიხედვით, აბშერონის რეგიონული სააქციო წყალმომარაგების კომპანია გადაკეთდა Azersu-ს ღია სააქციო საზოგადოებად.
კომპანიის მოვალეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Azersu OJSC-ის მოვალეობაში შედის დაქვემდებარებული დაწესებულებების მართვა, კონტროლის ქვეშ ყოფნა, აგრეთვე მათი ქმედებების ორგანიზება ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მომსახურების ორგანიზების მიზნით და სანიტარიულ-დამცავი ტერიტორიების შექმნა. კომპანია ასევე უზრუნველყოფს წყლის ჭაბურღილების ბურღვას რეზერვუარების, აგრეთვე შესაბამისი საცხოვრებელი უბნების სასმელი წყლით მომარაგების მიზნით და უზრუნველყოფს ყველა ოჯახს წყლის მრიცხველებით (როგორც მექანიკური, ასევე სმარტ-ბარათიანი წყლის მრიცხველები).
კომპანია ახორციელებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამებს. Azersu OJSC თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა მიიღოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების პროექტების დასაფინანსებლად.[2]
კომპანიის სტრუქტურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შპს "Birləşmiş Sukanal" (გაერთიანებული სუკანალი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაერთიანებული სუკანალი დაარსდა პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის ბრძანების შესაბამისად. მისი პასუხისმგებლობაა სასმელი წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურება რაიონებში, დასახლებებსა და სოფლებში. კომპანიას აქვს 53 ოფისი, რომელიც ემსახურება 300 ათასზე მეტ მომხმარებელს.
ბაქოს სუკანალის დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაქოს სუკანალის დეპარტამენტი დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის სასმელი წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის მომსახურების გაწევის მიზნით შეიქმნა. აქ არის 13 ცენტრალური წყლის რეზერვუარი (საერთო სიმძლავრე: 949,2 ათასი კუბური მეტრი), 40-ზე მეტი სატუმბი სადგური და 6 გამწმენდი ნაგებობა, ასევე 4700 კმ სიგრძის წყალგაყვანილობა და 1480 კმ სიგრძის საკანალიზაციო ქსელი.
დაწესებულება „სუტიკინტი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწესებულება „სუტიკინტი“ ეწევა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელების, აგრეთვე Azərsu-სა და მისი ქვედანაყოფების კუთვნილი სხვა ობიექტების მშენებლობას და რეკონსტრუქციას. დაწესებულება უზრუნველყოფს სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას.[3]
„სუკანალის“ სამეცნიერო-კვლევითი და დიზაინის ინსტიტუტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულების ფარგლებში შეიქმნა „სუკანალის“ სამეცნიერო-კვლევითი და დიზაინის ინსტიტუტი. ინსტიტუტი ეწევა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების პროექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პარალელურად, ინსტიტუტი პასუხისმგებელია კანალიზაციის კოლექტორების, სადრენაჟე სისტემების, წყლის რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების მდგრადობაზე.
ინსტიტუტმა მიიღო ლიცენზია შენობებისა და ობიექტების პროექტირებაზე ლიცენზირების რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის 2015 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულებით. ინსტიტუტში მუშაობს 100-ზე მეტი ექსპერტი.[4]
ცენტრალური ლაბორატორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Azersu OJSC-ის ცენტრალური ლაბორატორია აშენდა 2013 წელს. ლაბორატორია მუშაობს 2 მიმართულებით: სასმელი წყლის ანალიზები და ჩამდინარე წყლების ანალიზები. თითოეული განყოფილება მოიცავს ფიზიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებს. შენობის ფართობი 1800 კვადრატული მეტრია. ქიმიური და ფიზიკური ანალიზები ტარდება კანალიზაციის განყოფილებაში. სამმართველო პასუხისმგებელია დაბინძურების დონის განსაზღვრაზე საცხოვრებელ ადგილებში, ქალაქებსა და სოფლებში, აკონტროლებს გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ხარისხს.[5]
იხილეთ ასევე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-10-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Azərsu ASC. azersu.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-27. ციტირების თარიღი: 2017-06-27.
- ↑ AZERSU OPEN-TYPE JOINT STOCK COMPANY.
- ↑ Institutions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-10. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
- ↑ General Information about Sukanal SRDI.
- ↑ President Ilham Aliyev attended the opening ceremony of the new building of the Central Laboratory of "Azersu" OJSC and got acquainted with the project of the new park which will be laid in the area of the reservoir "Plus 110 Garb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-05. ციტირების თარიღი: 2021-10-30.