Beatles for Sale
Beatles for Sale | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 4 დეკემბერი 1964 (გაერთიანებული სამეფო) | |||
ჩაიწერა | 11 აგვისტო – 26 ოქტომბერი 1964[1] | |||
სტუდია | ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 34:13 | |||
ლეიბლი | Parlophone | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
|
Beatles for Sale (ინგლ. იყიდება The Beatles) — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1964 წლის 4 დეკემბერს, ლეიბლზე Parlophone. ალბომი წარმოადგენს გარდამტეხ წერტილს ლენონის/მაკ-კარტნის თანამშრომლობაში, ვინაიდან ჯონ ლენონი უფრო მეტად დაინტერესებული იყო ავტობიოგრაფიული სიმღერების შექმნით. "I'm a Loser"-ში პირველად არის ასახული ბობ დილანის შემოქმედების გავლენა[6] - მუსიკოსი ჯგუფმა გაიცნო 1964 წლის 28 აგვისტო, ნიუ-იორკში სტუმრობისას.
Beatles for Sale-იდან ბრიტანეთში სინგლები არ გამოცემულა. მიუხედავად ამისა, 1965 წლის მარტში აშშ-ში ჯგუფის ჰიტად იქცა "Eight Days a Week". ავსტრალიაში #1 პოზიციაზე მოხვდა ჯგუფის ერთადერთი არაორიგინალური სიმღერა - ჩაკ ბერის "Rock and Roll Music", რომელიც სინგლზე კარლ პერკინსის "Honey, Don't"-თან ერთად გამოვიდა. ეს სინგლი ჩარტში ოთხი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
ალბომი ბრიტანეთში #1 პოზიციაზე 11 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. საერთო ჯამში, საუკეთესო ოცეულში იგი 46 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. Beatles for Sale აშშ-ში 1987 წლამდე მხოლოდ იმპორტირებული სახით ვრცელდებოდა. მის სანაცვლოდ ამ ტერიტორიაზე Beatles '65, რომელშიც ორიგინალური ალბომის რვა სიმღერა შევიდა, ისევე, როგორც "I Feel Fine" და "I'll Be Back" ბრიტანული A Hard Day's Night-იდან. Beatles '65 აშშ-ის ჩარტის სათავეში 1965 წლიდან მოყოლებული ცხრა კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Beatles for Sale-ის ჩაწერამდე ჯგუფმა იმოგზაურა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში (ჰონგ-კონგში ორი კონცერტის ჩათვლით), დაუკრა ნიდერლანდში, დანიასა და შვედეთში და ბრიტანეთში გამოვიდა ტელე და რადიო ეთერში, აგრეთვე რამდენიმე კონცერტით. კრიტიკოსი სტივენ თომას ერლეუაინი (AllMusic): "წარმოუდგენელი იყო, რომ ამდენ ტურნეს, სიმღერების შექმნას, პრომოუშენს და ჩაწერას ჯგუფზე კარგი გავლენა ჰქონოდა."[7] ამიტომ ორიგინალური მასალით სავსე A Hard Day's Night-ის შემდეგ ახალ ალბომში რამდენიმე ქავერ-ვერსია მოხვდა. ჯგუფის დაძაბულობა ალბომის გარეკანზე ხაზგასმულია მალკოლმ მაკდაუელის მიერ The Compleat Beatles-ში. თუმცა, სწორედ ამ სესიების დროს დაიწერა სინგლი "I Feel Fine" და "She's a Woman", რომლებიც ალბომში არ შეიტანეს.
გრემ პარსონსი აღნიშნავდა ქანთრის გავლენას "I Don't Want to Spoil the Party"-ში. "I'm a Loser" აღსანიშნავია, როგორც ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელიც ბობ დილანით არის შთაგონებული. ამით ხალხური მუსიკა და როკი უფრო მეტად არის შერწყმული. შემდეგ წელს ფოლკ-როკის პოპულარობამ იმატა, რასაც ნაწილობრივ The Beatles-სს მიაწერენ.[8]
წარმატება ჩარტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Beatles for Sale და მისი შეცვლილი ვერსიები, Beatles '65 და Beatles VI სხვადასხვა ქვეყნის ჩარტში მოხვდა. ბრიტანეთში Beatles for Sale ჩაენაცვლა A Hard Day's Night-ს.
1987 წლის 26 თებერვალს A Hard Day's Night ოფიციალურად გამოვიდა CD-ზე, სხვა ალბომებთან ერთად (Please Please Me, With the Beatles და A Hard Day's Night.) ეს გამოცემა ერთი კვირის განმავლობაში ბრიტანულ ჩარტში იმყოფებოდა. მანამდე აშშ-ში მხოლოდ იმპორტირებული გამოცემის სახით იყო ხელმისაწვდომი ბრიტანული, რომელიც 1987 წლის 21 ივლისს ოფიციალურად გამოვიდა გრამფირფიტაზე და კასეტაზე. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ოთხტრეკიან მაგნიტოფონზე ჩაწერეს, CD ვერსია მხოლოდ მონო მიქსის სახით არის წარმოდგენილი.
2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა ალბომის რემასტერი და მთლიანი ჩანაწერი პირველად გახდა ხელმისაწვდომი სტერეოს სახით CD ფორმატში. იგი შეტანილია ბოქს-სეტში The Beatles Stereo Box Set. [9]
მუშაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც Beatles for Sale იწერებოდა, ბიტლომანიის პიკმა უკვე ჩაიარა. 1964 წლის დასაწყისში ჯგუფი აღარ გამოდიოდა აშშ-ის ეთერში, რამაც გაზარდა მოთხოვნა მათ ჩანაწერებზე. Beatles for Sale იყო 21 თვის განმავლობაში გამოცემული რიგით მეოთხე ალბომი. ჩაწერა დაიწყო 11 აგვისტოს, A Hard Day's Night-ის გამოცემიდან ერთი თვის თავზე, კონცერტების შემდეგ. იგი ძირითადად იქმნებოდა კონცერტებისგან დასვენების დღეებში.
ალბომის ჩაწერის სესიების დიდი ნაწილი დასრულებული იქნა სამი კვირის განმავლობაში, 29 სექტემბრიდან მოყოლებული. ჯორჯ მარტინი იხსენებდა: "Beatles for Sale-ის დროს დაღლილები იყვნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ 64 წლის განმავლობაში გიჟებივით მუშაობდნენ, ისევე, როგორც 63 წელს. წარმატება დიდებული რამ არის, მაგრამ ძალიან დამღლელია".
სიმღერების შერჩევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლენონის/მაკ-კარტნის მცდელობების მიუხედავად, საშობაო დღეები მოახლოებული იყო, ამიტომ მათ ალბომისთვის რამდენიმე ქავერ-ვერსია ჩაწერეს. თუკი წინა ალბომში A Hard Day's Night ასეთები არ იყო, ახალში მოხვდა სხვა შემსრულებლების ექვსი სიმღერა. მაკ-კარტნი: "Beatles for Sale-ის ჩაწერამ დიდ ხანს არ გასტანა. ძირითადად იგივე იყო, რასაც სცენაზე ვასრულებდით, ახალი სიმღერებით". ქავერ-სიმღერებიდან სამი ჩაიწერა 18 ოქტომბერს, ერთი სესიის განმავლობაში, სულ ხუთი დუბლით.
Beatles for Sale-ში მოხვდა ლენონის და მაკ-კარტნის რვა ორიგინალური კომპოზიცია. ამ შემოქმედებით ეტაპზე თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმღერას ჰყავდა ძირითადი ავტორი, მეორე ავტორი ძირითადი შემსრულებელი იყო - მაგალითად, ლენონის "No Reply"-ში, რომელშიც მაკ-კარტნის ვოკალიც გამოკვეთილია.
1984 წელს მაკ-კარტნი იხსენებდა:
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის ჩაწერა მიმდინარეობდა EMI-ს სტუდიებში (ლონდონი)[10]. The Beatles-თან ერთად სტუდიებში სხვა, კლასიკური მუსიკის შემსრულებლები მუშაობდნენ. 1988 წელს მაკ-კარტნი იხსენებდა: "მიდიხარ სტუდიაში და სხვებს ხედავ, სხვა მუსიკოსებს...იქ კლასიკური მუსიკის სესიები მიმდინარეობდა. ყოველთვის გვთხოვდნენ, მოგვეკლო ხმისთვის, ვინაიდან პირველ სტუდიაში კლასიკურ ფორტეპიანოს იწერდნენ, ჩვენ კი შევუშლიდით". ჯორჯ ჰარისონი იხსენებდა, რომ ჯგუფი ჩაწერის ტექნიკას უფრო მეტად ეუფლებოდა: "ჩანაწერები სულ უფრო მეტად იხვეწება. ყველაფერს ვიწყებდით, როგორც დანარჩენები - სტუდიაში ვღელავდით, გულუბრყვილოები ვიყავით და წარმატება გვსურდა. ამ დროისთვის კი უამრავი ჰიტი გვაქვს და საკუთარ თავთან უფრო მშვიდები ვართ, ისევე, როგორც სტუდიაში...ამჟამად ვაპირებდით დუბლების დამატებას, ალბათ ოთხტრეკიანზე".
ჩაწერა დასრულდა ოქტომბერში. ჯგუფი ხმის მიქსის და მონტაჟი სესიებს ესწრებოდა, 4 ნოემბერს კი მუშაობა საბოლოოდ დასრულდა. ალბომი ერთი თვის შემდეგ გამოიცა. ჯგუფის როუდ-მენეჯერი, ნილ ესპინოლი: "დღეს არც ერთი ჯგუფი არ ატარებს ხანგრძლივ აშშ ტურნეს სექტემბრის ბოლოს, შემდეგ სტუდიაში გარბის და ახალ ალბომს იწერს, ჯერ ჩაწერის პროცესში კი ბრიტანეთში ტურნეს ატარებს, ალბომს ხუთი კვირის შემდეგ ასრულებს, კვლავ კონცერტებით გამოდის, ალბომს კი საშობაოდ უშვებს. მაგრამ სწორედ ეს გააკეთა The Beatles-მა 1964 წლის ბოლოს. ბევრი რამე მიამიტობის გამო მოხდა, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ სწორედ ასე უნდა ემუშავათ. თუ ხმისჩამწერ კომპანიას კიდევ ერთი ალბომი სჭირდება, წახვალ და ჩაწერ".
გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Beatles for Sale ბრიტანეთში 1964 წლის 4 დეკემბერს გამოვიდა. 12 დეკემბრიდან იგი 46 კვირით ჩარტში დარჩა და ერთი კვირის შემდეგ A Hard Day's Night პირველი პოზიციიდან ჩამოაგდო. შვიდი კვირის შემდეგ მან უკან დაიწია, მაგრამ შემდეგი წლის 27 თებერვალს დაბრუნდა და როლინგ სტოუნზის The Rolling Stones No. 2 ჩამოაგდო, დარჩა რა ერთი კვირით უმაღლეს პოზიციაზე. მოგვიანებით როლინგ სტოუნზის ალბომმა იგი ჩაანაცვლა, მაგრამ 1 მაისს Beatles for Sale დაბრუნდა და კიდევ სამი კვირით პირველ პოზიციას იკავებდა. მას ბობ დილანის The Freewheelin' Bob Dylan ჩაენაცვლა, მაგრამ ჩარტში ალბომის არსებობა არ დასრულებულა. 1987 წლის 7 მარტს, გამოცემიდან 23 წლის შემდეგ Beatles for Sale კვლავ სიაში მოხვდა, ორი კვირით, როდესაც 26 თებერვალს პირველად გამოვიდა CD ფორმატში.
გარეკანის დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სევდიანი განწყობა, რომელიც ალბომის ჩაწერას თან ახლდა, მის გარეკანზეც აირეკლა - ჯგუფის ღიმილის გარეშე, დაღლილ სახეებზე. ფოტოსურათი, გამოყენებული გარეკანზე, გადაიღო რობერტ ფრიმენმა, შემოდგომით, ჰაიდ-პარკში (ლონდონი).
ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელსაც გასაშლელი კონვერტი ჰქონდა (შემდეგი მხოლოდ Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band იყო). ფოტოსურათი, გამოყენებული შიდა მხარეს ასახავს ჯგუფს, რომელიც სურათების მონტაჟის წინ დგას.
ალბომის კონვერტზე მოცემული ანოტაციების ავტორია დერეკ ტეილორი.
ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ-ში გამოსული ალბომის სახელწოდება იყო Beatles '65. მასში შეიტანეს ორიგინალური ალბომის რვა სიმღერა და არ შეიტანეს "Kansas City/Hey, Hey, Hey, Hey!", "Eight Days a Week" (იგი აშშ-ში 1965 წლის დასაწყისში #1 ჰიტი იყო), "What You're Doing", "Words of Love", "Every Little Thing" და "I Don't Want to Spoil the Party" ("Eight Days a Week"-ის b-მხარე, რომელიც აშშ-ში #35 იყო). ამ გამოცემაში აგრეთვე შეტანილია "I'll Be Back" (ბრიტანული A Hard Day's Night-იდან) და "I Feel Fine"/"She's a Woman". ექვსი სიმღერა, რომელიც არ გამოიყენეს, მოხვდა ამერიკულ Beatles VI-ში, 1965 წელს.
Beatles '65 გამოვიდა Beatles for Sale-ს ბრიტანეთში გამოსვლიდან 11 დღის შემდეგ (10 დღით შობამდე) და ქვეყანაში წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად იქცა.
ავსტრალიური გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის ავსტრალიური გამოცემის გარეკანზე გამოყენებულია ჯგუფის წევრების ინდივიდუალური ფოტოსურათები, გადაღებული სიდნეიში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე, 1964 წლის ივნისში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცემის სიმღერების სია ბრიტანულის მსგავსია, EMI-ს ავსტრალიურმა წარმომადგენლობამ გარეკანი შეცვალა, ვინაიდან ახალი წესით, სხვა ქვეყანაში გამოცემული ალბომის ავსტრალიურ ვერსიას უნდა ჰქონოდა გამორჩეული გარეკანი. ლენონმა ავსტრალიაში სტუმრობისას იჩივლა ამ ცვლილების შესახებ, მაგრამ 1988 წლამდე ეს სურათი კვლავ გამოიყენებოდა გარეკანის სახით.
Reception
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [4] |
The A.V. Club | B[11] |
Consequence of Sound | A–[12] |
Encyclopedia of Popular Music | [13] |
Paste | 79/100[14] |
Pitchfork Media | 9.3/10[5] |
The Rolling Stone Album Guide | [15] |
ალბომის შეფასებაში Q წერდა, რომ ჩანაწერის სახელწოდება ცინიკური იყო, ვინაიდან The Beatles-ს წარმოადგენდა, როგორც გაყიდვად პროდუქტს. ავტორი ერლეუაინი ამბობს: "Beatles for Sale-ის სიმძიმე შოკისმომგვრელია".[7]
მიუხედავად იმისა, რომ თვლიდა, რომ ეს "ჯგუფის ყველაზე უსწორმასწორო ალბომი იყო", Allmusic აღნიშნავდა ისეთ დადებით მხარეებს, როგორიც იყო მერსიბიტისგან დაშორება და დახვეწილი პოპი/როკი, რომელიც ჯგუფს კარიერის შუა პერიოდში ჰქონდა.[4] ტომ ევინგი (Allmusic): "ლენონის რისხვა და ჯგუფის მიერ როკ-ენ-როლის კვლავ აღმოჩენა ნიშნავს, რომ For Sale-ის, როგორც ჯგუფის ღვარძლიანი ალბომის რეპუტაცია დამსახურებულია". [5] ნილ მაკ-კორმიკი (The Daily Telegraph): "თუ ეს მათი ყველაზე სუსტი ჩანაწერია, ჯგუფი კვლავ შესანიშნავად ჟღერს...ბიტლომანიის პოპ-სიმღერები მაღალი სტანდარტია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტრივიალურად იქცნენ".[16] ჯონ ლენონი: "შეიძლება ვუწოდოთ ქანთრის და ვესტერნის ჟანრის ალბომი".[17]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „No Reply“ | ლენონი | 2:15 |
2. | „I'm a Loser“ | ლენონი | 2:31 |
3. | „Baby's in Black“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:02 |
4. | „Rock and Roll Music“ (ჩაკ ბერი) | ლენონი | 2:32 |
5. | „I'll Follow the Sun“ | მაკ-კარტნი | 1:46 |
6. | „Mr. Moonlight“ (ჯონსონი) | ლენონი | 2:33 |
7. | „Kansas City/Hey-Hey-Hey-Hey!“ (ლიბერი, სტოლერი, პენიმენი) | მაკ-კარტნი | 2:33 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Eight Days a Week“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:44 |
2. | „Words of Love“ (ბადი ჰოლი) | მაკ-კარტნი და ლენონი | 2:12 |
3. | „Honey Don't“ (პერკინსი) | სტარი | 2:55 |
4. | „Every Little Thing“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:01 |
5. | „I Don't Want to Spoil the Party“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:33 |
6. | „What You're Doing“ | მაკ-კარტნი | 2:30 |
7. | „Everybody's Trying to Be My Baby“ (პერკინსი) | ჰარისონი | 2:23 |
ჩარტები და სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
BPI-ს სერტიფიცირება შეეხო მხოლოდ 1994 წლიდან გაყიდულ დისკებს.[35] |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Beatles
- ჯონ ლენონი – წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონიები, დამატებითი ვოკალი, რითმული გიტარა, აკუსტიკური გიტარა, ჰარმონიკა, ფორტეპიანო, დაირა, ტაში
- პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონიები, დამატებითი ვოკალი, აკუსტიკური გიტარა, ბას გიტარა, ფორტეპიანო, ჰემონდის ორგანი, ტაში
- ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი ვოკალი, დამატებითი ვოკალი, წამყვანი გიტარა, აკუსტიკური გიტარა, აფრიკული დოლი, ტაში, ვოკალი სიმღერაში Everybody's Trying to Be My Baby
- რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები, დაირა, ლიტავრა, ბონგო, ვოკალი სიმღერაში Honey Don't
- დამატებითი მუსიკოსები
- ჯორჯ მარტინი – ფორტეპიანო, პროდიუსერი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შენიშვნები
- ↑ Beatles For Sale. beatlesbible.com Retrieved 22 იანვარი 2015.
- ↑ The Beatles in Mono, Andrew Hickey, p51, "[Beatles For Sale] is the Beatles' folk-rock album."
- ↑ hThe Beatles – Beatles For Sale. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი 2014.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Beatles for Sale AllMusic-ზე
- ↑ 5.0 5.1 5.2 Ewing, ტომ. (8 სექტემბერი 2009) The Beatles: Beatles for Sale. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2013.
- ↑ ლუისონი 1996, p. 168.
- ↑ 7.0 7.1 ერლეუაინი 2009.
- ↑ Unterberger 2005a.
- ↑ Reuters 2009.
- ↑ & Lewisohn.
- ↑ კლოსტერმანი, ჩაკ (8 სექტემბერი 2009). „ჩაკ კლოსტერმანი Repeats The Beatles“. The A.V. Club. ჩიკაგო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2013.
- ↑ Balderrama, Anthony. (17 სექტემბერი 2009) Album Review: The Beatles – Beatles for Sale [Remastered]. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2013.
- ↑ ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 489. ISBN 0195313739.
- ↑ „The Beatles: The Long and Winding Repertiore“. Paste. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2013.
- ↑ The Beatles | Album Guide | Rolling Stone Music
- ↑ McCormick, Neil (4 სექტემბერი 2009). „The Beatles – Beatles For Sale, review“. The Daily Telegraph. ლონდონი. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2013.
- ↑ გულდი 2007, p. 255.
- ↑ Kent, David (2005). Australian Chart Book (1940–1969). Turramurra: Australian Chart Book. ISBN 0-646-44439-5.
- ↑ "Offiziellecharts.de – The Beatles – Beatles for Sale" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 16 მაისი 2016.
- ↑ "Beatles | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 16 მაისი 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – The Beatles – Beatles for Sale“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles - Beatles for Sale" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Beatles for Sale" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Beatles for Sale" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles: Beatles for Sale" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Beatles for Sale". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Beatles for Sale". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Beatles for Sale". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Beatles for Sale". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Beatles for Sale". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – The Beatles – Beatles for Sale. Music Canada.
- ↑ British album certifications – The Beatles – Beatles for Sale. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Beatles for Sale ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Beatles, The – The Beatles_ Story. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ↑ „Beatles albums finally go platinum“. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. BBC News. 2 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
- წყაროები
- ლუისონი, მარკ (1988). The Beatles Recording Sessions. ნიუ-იორკი: Harmony Books. ISBN 0-517-57066-1.
- ლუისონი, მარკ (1996). The Complete Beatles Chronicle. Chronicle Press. ISBN 1-85152-975-6.
- მაკდონალდი, იენ (2005). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties, Second Revised, ლონდონი: Pimlico (Rand). ISBN 1-84413-828-3.
- მაილზი, Barry (1997). Paul McCartney: Many Years From Now. ნიუ-იორკი: Henry Holt and Company. ISBN 0-8050-5249-6.
- მაილზი, Barry (2002). The Beatles: A Diary. Omnibus Press. ISBN 0-7119-6315-0.
- Collett-White, მაიკ (7 აპრილი 2009). „Original Beatles digitally remastered“. Reuters. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი 2009.
- Rowley, დევიდ (2002). Beatles for Sale. Mainstream Publishing. ISBN 1-84018-567-8.
- რულმანი, უილიამ. (2005)Review of "I Don't Want to Spoil the Party". AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2005.
- უნტერბერგერი, რიჩი. (2005a)Review of "I'm A Loser". AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2005.
- უნტერბერგერი, რიჩი. (2005b)Review of "Baby's in Black". AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2005.
- უნტერბერგერი, რიჩი. (2005c)Review of "I'll Follow the Sun". AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2005.
- უნტერბერგერი, რიჩი. (2005d)Review of "Eight Days A Week". AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2005.
- უნტერბერგერი, რიჩი. (2005e)Review of "Every Little Thing". AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2005.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Beatles-ის კომენტარები სიმღერების შესახებ
- მონაცემები ჩანაწერებსა და რემიქსებზე, აგრეთვე განსხვავებაზე მონო/სტერეო ვერსიებს შორისდაარქივებული 2012-09-04 საიტზე Wayback Machine.
|
|
|