Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

CP System

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
CP System

CP System-ის პლატა
მწარმოებელი Capcom
ტიპი არკადული სისტემა
გამოშვების თარიღი ივლისი, 1988
პროცესორი Motorola 68000 (@ 10 მჰც)
მონიტორი მატრიცული, 384 × 224 (ჰოორიზონატალური), 4096 ფერი
საიტი example.org

CP System (შემოკლებით CPS) — არკადული სისტემა, შექმნილი კომპანია Capcom-ის მიერ. მასზე თამაშები ეშვებოდა ROM კარტრიჯის მეშვეობით. სისტემაზე საერთო ჯამში გამოვიდა ორ ათეულზე მეტი თამაში. 1993 წელს გამოიცა CP System II, რომელიც უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი.

CPS-ის ყველაზე წარმატებული თამაშია „Street Fighter II“, გამოსული 1991 წელს, ისევე როგორც „The World Warrior“, „Champion Edition“ და „Hyper Fighting“.

მანამდე არსებულ არკადულ სისტემებს მხოლოდ ერთი თამაშის გაშვება შეეძლოთ, მაშინ როდესაც Capcom შეუდგა ისეთი ტიპის სისტემის შექმნას, რომელსაც ექნებოდა რამდენიმე თამაშის გაშვების მხარდაჭერა. მაგრამ, გამოსვლის შემდეგ თავი იჩინა რიგმა პრობლემება; კერძოდ, გაჩნდა „Street Fighter II“-ის უამრავი მეკობრული ვერსია, რომლებიც ზიგიერთ ქვეყანაში უფრო გავრცელებული იყო ვიდრე ორიგინალი. ეს პრობლემა მოგვიანებით აღმოიფხვრა CP System II-ის გამოსვლით.

1992 წელს Capcom-მა შეიმუშავა CPS-ის გაუმჯობესებული ვერსია სახელწოდებით CP System Dash.

1994 წელს Capcom შექმნა CP System-ის სახლის ვერსია Capcom Power System Changer (CPS Changer).[1] ეს იყო Capcom-ის სახლის კონსოლების ბაზარზე შესვლის მცდელობა. მაღალი ფასის გამო კონსოლმა ვერ მოიპოვა პუპოლარობა მომხმარებელთა შორის. შედეგად, 1996 წლის მარტში, Capcom-მა შეწყვიტა მისი წარმოება.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Capcom's Home Arcade System“. Electronic Gaming Monthly. Ziff Davis (67): 50. თებერვალი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Capcom CPS Changer. Video Game console Library.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=CP_System&oldid=3553075“-დან