Far Cry 4
Far Cry 4 | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Ubisoft Montreal |
გამომცემელი | Ubisoft |
სერია | Far Cry |
ძრავა | Dunia Engine 2 |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი | 18 ნოემბერი. 2014 |
ჟანრ(ებ)ი |
პირველი პირის მსროლელი მოქმედებითი-სათავგადასავლო |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | ალექს ჰატჩინსონი |
პროდიუსერ(ებ)ი | სედრიკ დესელი |
დიზაინერ(ებ)ი | კლარკ დევისი |
პროგრამისტ(ებ)ი |
სედრიკ დესელი დეივიდ შაბო |
მხატვარი | ჟან ალექსის დოიონი |
სცენარისტი |
მარკ ტომპსონი ლი კუო ლუსიენ სოულბანი |
კომპოზიტორი | კლიფ მარტინესი |
Far Cry 4 — ღია სამყაროს მოქმედებითი-სათავგადასავლო და პირველი პირის მსროლელის ვიდეო თამაში შექმნილი და გამოცემული Ubisoft-ის მიერ შემდეგი პლატფორმებისთვის: PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One და Microsoft Windows. იგი არის Far Cry 3-ის გაგრძელება და რიგით მეოთხე ნაწილი სერიიდან. რელიზი შედგა 2014 წლის 18 ნოემბერს[1].
მოქმდება მიმდინარეობს გამოგონილ ქვეყანაში, კირატში, რომელიც მდებარეობს ჰიმალაიზე, სადაც ძირითადად განლაგებულია გაშლილი მთები და ტყეები, დიდი წყლის სისტემები და სოფლები[2]. სიუჟეტი მიმდმინარეობს ახალგაზრდა კირატელი-ამერიკელის აჯაი გელის გარშემო, რომელსაც შეიპყრობს კირატის სამეფო ჯარი - მართული ტირანი მეფე პეგან მინის მიერ, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის "ოქროს ბილიკის" სახელით ცნობილი აჯანყებულთა მოძრაობა.
გეიმპლეი მოიცავს ბრძოლასა და ტერიტორიების აღმოჩენას. მოთამაშე ასრულებს დავალებებს, მათ შორის - მეორეხარისხოვანს, რის დროსაც ნახულობს სასარგებლო ნივთებს, ებრძოლება სხვადასხვა სახის მტრებს როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე ბუნებაში არსებულ საშიშ ცხოველებს. მასში არის იარაღების ფართო არჩევანი[3] და სხვადასხვა სატრანსპორტო სშუალებები. Far Cry 4 მოიცავს როლური ვიდეო თამაშის ელემენტებს. ამასთანავე გააჩნია კოოპერატიული მრავალმოთამაშიანი რეჟიმი.
დაანონსდა 2014 წლის მაისის თვეში და მასზე მუშაობა დაიწყო Assassin’s Creed III-ის გამოსვლის შემდეგ, 2012 წლის ბოლოს. შემქმნელთა გუნდს თავდაპირველად გადაწყვეტილი ჰქონდა შეექმნა Far Cry 3-ის პირდაპირი გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით შეცვალეს გადაწყვეტილება და განიზრახეს ახალი ისტორიის მქონე თამაშის შემუშავება. Far Cry 4-ის შთაგონების წყაროდ იქცა ნეპალის სამოქალაქო ომი[4].
გამოსვლის შემდეგ, სათამაშო პრესამ დადებითად შეაფასა თამაში. კრიტიკოსებმა შეაქეს ღია სამყაროს დიზაინი, ვიზუალური მხარე, საუნდტრეკი და პერსონაჟები, განსაკუთრებით - პეგან მინი[5]. თუმცა ზოგიერთმა რეცენზეტმა გააკრიტიკა თამაშის სიუჟეტი[6], რომ იგი არაფრით განსხვავდება წინამორბედისგან. ასევე მიიღო უამრავი ჯილდო და ნომინაცია, მთ შორის IGN-ის "წლის საუკეთესო შუტერის" ჯილდო[7]. საერთო განხილვის საიტ GameRankings-ზე Xbox One-ის ვერსია ფლობს 85.92 %-ს[8], PS4-ის ვერსია - 83.76%[9] და PC-ის ვერსია - 81.00%[10]. რაც შეეხება Metacritic-ს შედეგები შემდეგნაირია: PS4 85/100[11], Xbox One 82/100[12], PC 80/100[13]. იგი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2014 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 7 მილიონი ეგზემპლიარი[14] და იქცა ყველაზე შემოსავლიან თამაშად სერიიდან. ამას მოჰყვა რამდენიმე დამატების გამოცემა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nunneley, Stephany. (15 მაისი, 2014) Far Cry 4 release date announced for November on PC, current and last-gen platforms. VG 247. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2015.
- ↑ Fiebing, Tate. (15 აგვისტო, 2014) Gamescom 2014: Far Cry 4 Glimpse Into Kyrat Trailer Rewind Theatre. IGN. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2015.
- ↑ Far Cry 4 – The Gun Show. YouTube. GameSpot (23 ნოემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2015.
- ↑ Khan, Zarmena. (24 აგვისტო, 2014) Far Cry 4 Inspired by Nepalese Civil War According to Ubisoft. PlayStation LifeStyle. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2014.
- ↑ Carter, Chris. (21 ნოემბერი, 2014) Review: Far Cry 4. Destructoid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-18. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2014.
- ↑ Wilson, Aoife. (14 ნოემბერი, 2014) Far Cry 4 review. Eurogamer. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2014.
- ↑ Best Games, By Genre. IGN. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2015.
- ↑ Far Cry 4 for Xbox One. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-17. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
- ↑ Far Cry 4 for PlayStation 4. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-17. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
- ↑ Far Cry 4 for PC. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
- ↑ Far Cry 4 for PlayStation 4 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
- ↑ Far Cry 4 for Xbox One Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
- ↑ Far Cry 4 for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
- ↑ Ubisoft® reports third quarter 2014–15 sales. Ubisoft (13 თებერვალი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2015.
|
- 2014 წლის ვიდეო თამაშები
- მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშები
- ასიმეტრიული მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- Far Cry
- ფიქცია ალტერნატიული დასასრულით
- ერთმოთამაშიანი და მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- ნეპალი მხატვრულ ლიტერატურაში
- ღია სამყაროს ვიდეო თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- PlayStation 4-ის თამაშები
- Ubisoft-ის თამაშები
- ვიდეო თამაშების გაგრძელებები
- კანადაში შემუშავებული ვიდეო თამაშები
- ნეპალში მიმდინარე ვიდეო თამაშები
- ვიდეო თამაშები გადმოტვირთვადი კონტენტებით
- Windows-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- Xbox One-ის თამაშები