Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

Game Informer

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Game Informer
მოკლე სათაური GI
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი ენდი მაკნამარა
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი GameStop
ქვეყანა აშშ
რედაქციის მისამართი მინეაპოლისი, მინესოტა
პუბლიკაციის ისტორია პირველი ნომერი: აგვისტო1991; 33 წლის წინ (1991-08)
ტირაჟი: 6,723,581 (2016)
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 1067-6392

Game Informer (აბრევიატურა GI) —  ამერიკული ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც ძირითადად აქცენტს აკეთებს ვიდეო თამაშებზე. იგი აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებსა და პრევიუებს. 2014 წლის დეკემბრის მონაცემით, ყოველთვიურად, დაახლოებით იყიდება ჟურალის 6.7 მილიონი ასლი, რაც ხდის მას მეოთხე ყველაზე მსხვილ ჟურნალად აშშ-ში ცირკულაციის მიხედვით[1]. 2009 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჟურნალების სიაში 12-ე ადგილზე იმყოფებოდა.[2]

დაარსდა 1991 წლის აგვისტოს.[3] მფლობელი და გამომშვები არის Gamestop,[4] ამავე სახელწოდების ტექნიკისა და ვიდეო თამაშების მომწოდებელი კომპანიის მშობელი კომპანია.

2009 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, „Game Informer“-ის საიტმაც და ჟურნალმაც განიცადეს დიზაინის სრული ცვლილება, რის შედეგადაც დაემატათ ბევრი სიახლე და ფუნქცია.

Game Infromer“-ის როგორც 6 გვერდიანი ჟურნალის დებიუტი შედგა 1991 წელს[5][6] და გამოიცემოდა ყოველ ორ თვეში ერთხელ 1994 წლის ნოემბრამდე, ხოლო აქედან მოყოლებული იქცა ყოველთვიურ ჟურნალად.[7] ყოველი წლის აპრილში გამოიცემა ჟურნალის ერთგვარი სპინოფ ვერსია სახელწოდებით „Game Infarcer“, რომელშიც შედის საპირველაპრილო ხუმრობები.[8][9]

Game Informer“-ის ონლაინ ვერსია გაეშვა 1996 წლის აგვისტოს და მოიცავდა ყოველდღიურ სიაახლებსა და სტატიებს. ვებრედაქტორებად დაინიშნენ ჯასტინ ლიპერი და მეთიუ კატო. 2001 წელს საიტი დაიხურა[10] და ლიპერი და კატო გადავიდნენ ჟურნალის რედაქტორთა შემადგენლობაში.

საიტი კვლავ აღსდგა 2003 წლის სექტემბერში ახალი დიზაინითა და ფორმატით — მიმოხილვის მონაცემთა ბაზა, ხშირად განახლებადი სიაახლეები და ექსკლუზიური „შეუზღუდავი“ კონტენტი აბონენტთათვის, რომელსაც მართავდა ბილი ბერგჰამერი, საიტ „PlanetGameCube.com“-ის შემქმნელი (დღეს უკვე ცნობილი „NintendoWorldReport“.com-ის სახელით). ბერგჰამერი, დღესდღეობით არის EGM Media group-ის აღმასრულებელი რედაქტორი.[11]

ყოველი წლის თებერვალში (ზოგჯერ იანვარში) „Game Informer“-ის რედაქტორები ავლენენ „გასული წლის საუკეთესო 50 თამაშს“, ხოლო ყოველი წლის აგვისტოს საიტი მოიცავს სპეციალურ სექციას სახელწოდებით “E3 Hot 50”, რომელშიც მიმოიხილავენ მიმდინარე წლის E3-ის გამოფენაზე წარდგენილ თამაშებს, სადაც, ასევე არის განთავსებული წინასწარი განხილვის სექცია.

ავსტრალიური გამოცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის ნოემბერში „Game Informer“ გაეშვა ავსტრალიაში, საიტების GamePro, Gameplayer, და „PlayStation Official Magazine“-ის ყოფილი რედაქტორის კრის სტედის მიერ.[12] 2010 წლის ივნისიდან ავსტრალიური გამოცემა იქცა ავსტრალიაში პირველ ლოკალურ სათამაშო გამომცემად, რომელსაც გააჩნდა 10, 000 აბონენტი. 2010 წლის 18 აგვისტოს ის გახდა ავსტრალიის ყველაზე მეტად გაყიდვადი ვიდეო თამაშების ჟურნალი.[13]Game Informer Australia“-მ მიიღო სამი ავსტრალიური საგაგმომცემლო ჯილდო Lizzie awards-ისა და MCV award-ისგან.[14]

Game Informer“ დღესდღეობით მიმოიხილავს შემდეგი პლატფორმების თამაშებს: Wii, Wii U, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox One, Xbox 360, PC, Nintendo 3DS-სა და PlayStation Vita. ჟურნალის კოლექტივი თამაშებს აფასებს 10 ბალიანი სისტემით.

დღეის მონაცემით, უმაღლესი ქულა მიიღო მხოლოდ 26-მა თამაშმა:

თამაშები უმაღლესი შეფასებით
სათაური გამოცემა შენიშვნები
„Super Mario World'“ ოქტომბერი, 2000
„Tony Hawk's Pro Skater 2“ დეკემბერი, 2000 Playstation-ისთვის
„Metal Gear Solid 2: Sons of Liberty“ დეკემბერი, 2001
„Grand Theft Auto: Vice City“ ნოემბერი, 2002
„Metroid Fusion“ იანვარი, 2003
„The Legend of Zelda: The Wind Waker“ აპრილი, 2003
„Ratchet & Clank: Up Your Arsenal“ ნოემბერი, 2004
„Grand Theft Auto: San Andreas“ დეკემბერი, 2004
„Halo 2“ დეკემბერი, 2004
„Resident Evil 4“ მარტი, 2005 GameCube-ისთვის
„Resident Evil 4“ ნოემბერი, 2005 PS2-ისთვის
„God of War“ აპრილი, 2005
„The Legend of Zelda: Twilight Princess“ იანვარი, 2007
„BioShock“ სექტემბერი, 2007
„Call of Duty 4: Modern Warfare“ დეკემბერი, 2007
„Grand Theft Auto IV“ აპრილი, 2008
„Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots“ ივლისი, 2008
„Uncharted 2: Among Thieves“ ნოემბერი, 2009
„God of War III“ აპრილი, 2010
„StarCraft II: Wings of Liberty“ ოქტომბერი, 2010
„Batman: Arkham City“ ნოემბერი, 2011
„The Legend of Zelda: Skyward Sword“ დეკემბერი, 2011
„Mass Effect 3“ აპრილი, 2012
„BioShock Infinite“ მაისი, 2013
„The Legend of Zelda: A Link Between Worlds“ დეკემბერი, 2013
„The Last of Us Remastered“ სექტემბერი, 2014 ჟურნალმა ორიგინალ PS3-ის თამაშს დააუწერა 9.5.

არსებობს ისეთი თამაშები, რომლებმსაც ერგოთ 1-ზე ნაკლები ქულა 10-დან, მაგალითისთვის არის „Batman: Dark Tomorrow“, 0.75 ქულით,[15] ხოლო „Shrek: Fairy Tale Freakdown“-მა (Game Boy Color) მიიღო 0.4.[16] „Marky Mark: Make My Video“ არის ყველაზე დაბალი შეფასების მქონე თამაში „Game Infromer“-ის ისტორიაში 10-დან 0 ქულით.

1992[17]
ჯილდო გამარჯვებული
წლის თამაში Street Fighter II
საუკეთესო განმეორებადობა ვიდეო თამაშში Street Fighter II
საუკეთესო 8 ბიტიანი თამაში The Empire Strikes Back
საუკეთესო პორტატიული ვიდეო თამაში Faceball 2000
საუკეთესო სპორტული თამაში '„'NHLPA Hockey '93
საუკეთესო თავსატეხი/სატრატეგიული თამაში Lemmings
საუკეთესო შინაარსი ვიდეო თამაშში Bart's Nightmare
საუკეთესო მოქმედებითი/სათავგადასავლო თამაში Sonic the Hedgehog 2
საუკეთესო გრაფიკა ვიდეო თამაშში Sonic the Hedgehog 2
საუკეთესო როლური ვიდეო თამაში Dragon Warrior IV
საუკეთესო სიმულატორი თამაში Super Battletank
საუკეთესო აუდიო თამაშში Cobra Command
საუკეთესო შუტერი Axelay
წლის საუკეთესო პერიფერია Sega CD
1996
1997
1998[18]
წლის თამაში
ჯილდო გამარჯვებული
Nintendo 64-ის წლის თამაში The Legend of Zelda: Ocarina of Time
PlayStation-ის წლის თამაში Resident Evil 2
Saturn-ის წლის თამაში Panzer Dragoon Saga
წლის არკადა თამაში Marvel vs. Capcom
წლის PC თამაში Half-Life
Game Boy-ის წლის თამაში Pokémon
ტექნიკური ბრწყინვალების ჯილდო
ჯილდო გამარჯვებული
საუკეთესო გრაფიკა ვიდეო თამაშში Turok 2: Seeds of Evil“ (Nintendo 64)
საუკეთესო განმეორებადობა ვიდეო თამაშში Crash Bandicoot: Warped“ (PlayStation)
საუკეთესო აუდიო ვიდეო თამაშში Spyro the Dragon“ (PlayStation)
წლის საუკეთესო დეველოპერი H2O / Neversoft
ვიდეო თამაშის წლის საუკეთესო აქსესუარი დამატება (Nintendo 64)
Style Awards
ჯილდო გამარჯვებული
წლის საუკეთესო მოქმედებითი თამაში Tenchu“ (PlayStation)
წლის საუკეთესო სპორტული თამაში Hot Shots Golf“ (PlayStation)
წლის საუკეთესო მოქმედებითი/პლატფორმერი თამაში Crash Bandicoot: Warped“ (PlayStation)
წლის საუკეთესო მოქმედებითი/სათავგადასავლო თამაში The Legend of Zelda: Ocarina of Time“ (Nintendo 64)
წლის საუკეთესო სარბოლო თამაში Gran Turismo“ (PlayStation)
წლის საუკეთესო სტრატეგიული თამაში Final Fantasy Tactics“ (PlayStation)
წლის საუკეთესო შუტერი Star Wars: Rogue Squadron“ (Nintendo 64)
წლის საუკეთესო საბრძოლო თამაში Tekken 3“ (PlayStation)
წლის საუკეთესო როლური თამაში Xenogears“ (PlayStation)
წლის საუკეთესო თავსატეხი თამაში Devil Dice“ (PlayStation)
Who's Hot
ჯილდო პერსონაჟი თამაში
წლის საუკეთესო გმირი სოლიდ სნეიკი Metal Gear Solid
წლის საუკეთესო ანტიგმირი ბოროტი ღორები! Tomba!
წლის საუკეთესო ახალი პერსონაჟი რიკიმარუ Tenchu
პერსონაჟის ყველაზე შთამაგონებელი შესრულება სკვირტლი Pokémon
წლის ყველაზე დამამახსოვრებელი მომენტი ფსიქო მანტისი Metal Gear Solid
1999
2001[19]
2005
2006
2007
  • წლის თამაში — „BioShock

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური საიტი

  1. eCirc for Consumer Magazines. Audit Bureau of Circulations (December 31, 2014). ციტირების თარიღი: April 4, 2015.
  2. Game Informer is one of the top 15 magazines by subscriptions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2016-05-05.
  3. Top 100 U.S. Magazines by Circulation. PSA Research Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-15. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2016.
  4. Vargas, Jose Antonio. (April 2005) A Magazine Whose Lineup Is Always in Play. The Washington Post. ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2007.
  5. Top 100 U.S. Magazines by Circulation. PSA Research Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-15. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2016.
  6. "10 Years of Game Informer" (აგვისტომ 2001). Game Informer, p. 42. "In აგვისტო, 1991, FuncoLand began publishing a six-page circular to be handed out free in all of its retail locations."
  7. GameInformer. Gameinformer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-18. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2014.
  8. The Return of Darth Clark. Gameinformer.com (May 10, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 12, 2017. ციტირების თარიღი: February 11, 2017.
  9. Darth Clark Strikes Again. GameInformer.com (8 მაისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-12. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2017.
  10. "On the Web" (აგვისტო, 2001). Game Informer, p. 49. "Sadly, this ill-fated site was to last little more that [sic] a year, as gameinformer.com would fall prey to the massive meltdown of the Internet economy in February [of 2001]."
  11. EGM Now hires industry vet Billy Berghammer as group EIC. Joystiq. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2014.
  12. Wildgoose, David. Game Informer Magazine Launches Aussie Edition. Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-06. ციტირების თარიღი: 3 ნოემმბერი, 2009.
  13. Game Informer Officially Australia's #1 Games Magazine. EB Games. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2010.
  14. MCV Pacific Awards: Winners Announced. MCV Pacific. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2014.
  15. Batman: Rize of Sin Tzu review. GameInformer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-22. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2014.
  16. Shrek Fairy Tale Freakdown. GameInformer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-23. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2014.
  17. Game Informer, ნომერი 8 (იანვარი-თებერვალი 1993), გვერდი 34
  18. Game Informer, ნომერი 70 (თებერვალი, 1999), გვერდი 22-25
  19. "Games of 2001", Game Informer, იავარი, 2002, გვერდი, 52
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Game_Informer&oldid=4719942“-დან