MTV რუსეთი
MTV რუსეთი (რუს. MTV Россия)[1]) — რუსული მუსიკალურ-გასართობი ტელეარხი, რომელიც მაუწყებლობდა 1998 წლის 25 სექტემბრიდან 2013 წლის 31 მაისამდე. 2013 წლის 1 ოქტომბერს Viacom International Media Networks (VIMN)-ის, MTV-ის ბრენდის გადაწყვეტილებით, ხელახლა იქნა გაშვებული, როგორც ფასიანი ტელეარხი.
1998—2013 წლებში MTV-ის რუსეთში ჩვენების უფლება ჰქონდა ტელეკომპანია „Энергия-ТВ“-ს[2]. 1998 წლის 25 სექტემბრიდან 2000 წლის 16 ივლისამდე MTV-ის ეთერის პარალელურად ეკრანზე ჩნდებოდა Энергия ТВ-ს ლოგოც. 2013 წლის შემოდგომიდან ტელეარხის დამფუძნებელი და ტრანსლირებაზე პასუხისმგებელია Viacom International Media Networks Russia[3].
არხის მიზნობრივი აუდიტორია 11-დან 34-წლამდე ასაკის ახალგაზრდობაა. არხის პროგრამის 60% რუსულ მუსიკას უკავია. 2005 წლიდან MTV რუსეთი ანიმეს ჟანრის ფილმებსაც გადმოსცემს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Регистрационная карточка Роскомнадзора (MTV)[მკვდარი ბმული]
- ↑ Энергия ТВ. Коммерсантъ (2013-03-14).[მკვდარი ბმული]
- ↑ В России появится новый музыкальный HD-канал. sat-expert.ru (2013-08-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2017-09-22.