Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

Million Reasons

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Million Reasons“
სინგლილედი გაგა
ალბომიდან Joanne
გამოსვლის თარიღი 8 ნოემბერი, 2016 (2016-11-08)
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:25
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი
  • რონსონი
  • გაგა
  • BloodPop
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„Perfect Illusion“
(2016)
Million Reasons
(2016)
„The Cure“
(2017)

Million Reasons (ქართ. მილიონი მიზეზი) — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სიმღერა მისი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Joanne (2016). თავდაპირველად გამოიცა როგორც ალბომის პრომო სინგლი, კომერციული წარმატების შემდგომ კი 2016 წლის 8 ნოემბერს გამოიცა როგორც ალბომის მეორე სინგლი ლეიბზე Interscope Records. სიმღერის ავტორები არიან თავად გაგა, ჰილარი ლინდზი და მარკ რონსონი, ხოლო მისი პროდიუსერები არიან გაგა, რონსონი და BloodPop. ჩანაწერი არის პოპის ჟანრის სიმღერა რომელზეც იგრძნობა ქანთრი მუსიკის გავლენა, ლირიკულად კი სიმღერა ეხება სასიყვარულო ურთიერთობის იმედგაცრუებას და რწმენას.

სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას ვოკალი. კომერციული თვალსაზრისით, სიმღერამ აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-4 პოზიცია, ასევე შევიდა უნგრეთის, სლოვაკეთის და შვეიცარიის ათეულებში. გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა მინი ტურნეზე — Dive Bar Tour (2016) და რამდენიმე სატელევიზიო და რადიო შოუში, გაგამ ასევე სიმღერა შეასრულა სუპერ-ბოულ LI-ის შუალედურ შოუზე.

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. Million Reasons – 3:25
  • ციფრული ჩამონატვირთი – რემიქსები[2][3]
  1. Million Reasons (KVR remix) – 3:27
  2. Million Reasons (Andrelli remix) – 4:00

მენეჯმენტი

  • Stefani Germanotta P/K/A Lady Gaga (BMI) Sony ATV Songs LLC / House of Gaga Publishing, LLC/ BIRB Music (ASCAP)
  • ყველა უფლების ადმინისტრირება ეკუთვნის BMG Rights Management LLC / Songs of Zella (BMI)
  • ჩაიწერა სტუდიებში Shangri-La Studios, Gypsy Palace Studios (მალიბუ, კალიფორნია); Electric Lady Studios (ნიუ-იორკი)
  • აუდიო მასტერინგი გაკეთდა სტუდიაში Sterling Sound Studios (ნიუ-იორკი)

პერსონალი

  • ლედი გაგასიმღერის ავტორი, ვოკალი, პროდიუსერი, ფორტეპიანო
  • ჰილარი ლინდზი – სიმღერის ავტორი, დამატებითი ვოკალი, გიტარა
  • მარკ რონსონი – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, გიტარა, ბასები
  • BloodPop – პროდიუსერი, კლავიშებიანი საკრავი, სიმებიანი საკრავის პროგრამირება
  • ჯოშუა ბლერი – ხმის ჩამწერი
  • ჯო ვიჟანო – ხმის ჩამწერი, აუდიო მიქსი
  • ბრენდონ ბოსტი – ხმის ჩამწერი, აუდიო მიქსი
  • ტომ ელმჰირსტი – აუდიო მიქსი
  • ტომ კოინი – აუდიო მასტერინგი
  • რენდი მერილი – აუდიო მასტერინგი
  • დევიდ ქაველი – ჩაწერის ასისტენტი
  • ბერი მაკრედი – ჩაწერის ასისტენტი

ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ Joanne-ს ბუკლეტიდან.[4]

გამოცემების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეგიონი თარიღი ფორმატ(ებ)ი ლეიბლ(ებ)ი ლიტ.
მსოფლიოს მასშტაბით 8 ოქტომბერი, 2016 ციფრული ჩამონატვირთი (პრომო სინგლი) [1]
აშშ 8 ნოემბერი, 2016 თანამედროვე ჰიტ რადიო [5]
იტალია 25 ნოემბერი, 2016 [6]
მსოფლიოს მასშტაბით 17 თებერვალი, 2017 ციფრული ჩამონატვირთი – KVR remix [2]
17 მარტი, 2017 ციფრული ჩამონატვირთი – Andrelli remix [3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Nolfi, Joey (5 ოქტომბერი, 2016). „Lady Gaga drops Joanne track 'Million Reasons'. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Million Reasons (KVR Remix) – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2017.
  3. 3.0 3.1 Million Reasons (Andrelli Remix) – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2017.
  4. Joanne (CD). Lady Gaga. United States: Streamline/Interscope Records. 2016. 2580102.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  5. Top 40/M Future Releases. All Access Music Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-02. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი, 2016.
  6. Radio Date: Le novità musicali della settimana nell'airplay radio e tv italiano it. EarOne. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2016.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.