TCP/IP
TCP/IP იგივე (Transmission Control Protocol/Internet Protocol) — დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროტოკოლთა სტეკი. TCP/IP Internet-ი და მრავალი ორგანიზაცია საკუთარ Intranet ქსელში იყენებს TCP/IP სტეკს მისი თავსებადობისა და მასშტაბირებადობის შესაძლებლობის გამო. TCP/IP სტეკს შეუძლია დააკავშიროს სხვადასხვა რაოდენობის კვანძები მეინფრეიმული სისტემებიდან დაწყებული, ქსელური სერვერების, desktop კომპიუტერების და ასობით მოწყობილობის ჩათვლით. TCP/IP სტეკის ფართოდ გავრცელება არ ნიშნავს, რომ ის მარტივი დასაკონფიგურირებადი პროტოკოლია.
TCP/IP საწყისები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ რაც ცხადი გახდა TCP/IP სტეკში განსაზღვრულ ზოგიერთ პროტოკოლს TCP/IP სტეკის შესწავლა რეკომენდებულია მისი კონფიგურაციის შესწავლით. TCP/IP სტეკის კონფიგურირების საკითხი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული მასში გამოყენებული მოწყობილობათა დამისამართების სქემასა და სისტემათა კონფიგურირებაზე. განვიხილოთ მარტივი სისტემისთვის TCP/IP პარამეტრები კონფიგურირების საკითხი.
TCP/IP პარამეტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]TCP/IP სტეკის კონფიგურირება გულისხმობს სისტემის სწორად კონფიგურირების ცოდნას. სისტემის TCP/IP პარამეტრების დასაკონფიგურირებლად საჭიროა IP მისამართის, Subnet Mask-ისა და Default Gateway-ის სწორად განსაზღვრა და დაკონფიგურირება. განვიხილოთ თითოეული.
IP მისამართი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IP მისამართი არის 32 თანრიგა უნიკალური მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება სისტემას ლოგიკური იდენტიფიკატორის როლში. ასეთი იდენტიფიკატორის გარეშე შეუძლებელია ქსელში ჩართული სისტემის კომუნიკაცია ნებისმიერ სისტემასთან ლოკალურ ან გლობალურ ქსელში. ჩვეულებრივ, IP მისამართის ათობითი ჩანაწერი გამოიყურება როგორც, მაგალითად, 192.168.1.15. როგორც ვხედავთ ჩანაწერი შედგება სიმბოლო ‘.’ -თი (წერტილი) ერთმანეთისაგან გამოყოფილი 4 ნაწილისგან (ათობითი მნიშვნელობისგან). თითოეულ ამ ნაწილს ეწოდება ოქტეტი. ყოველი ოქტეტის მნიშვნელობა წარმოადგენს 8 ბიტის შესაბამისი მნიშვნელობის ათობით ჩანაწერში წარმოდგენის შედეგს. ყოველი IP მისამართი შედგება ორი ნაწილისაგან: ქსელის ID და ჰოსტის ID. იმ მიზნით, რომ განისაზღვროს ქსელის მიერ დაკავებული ბიტების რაოდენობა გამოიყენება Subnet Mask-ი. ბიტების ის რაოდენობა, რომელიც ქსელის ID-ს ავსებს 32 თანრიგა IP მისამართამდე ქსელში წარმოადგენს ჰოსტის ნაწილს. IP მისამართის ჰოსტის ნაწილით განისაზღვრება ქსელში სისტემათა რაოდენობა.
TCP/IP დამისამართება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანამ ქვექსელების შესწავლას დაიწყებთ საჭიროა IP მისამართების ბინარულის სწავლა. როგორც ზემოთ არის აღნიშნული IP მისამართი შედგება 32 თანრიგისგან (მაგალითად, 11000000101010000000000100001111), რომელიც გაგების გამარტივების მიზნით იყოფა ოთხ ტოლ ნაწილად 8-8 ბიტად (ოქტეტად) (11000000.10101000.00000001.00001111). შემდგომ ოთხივე ოქტეტი გადაყავთ შესაბამის ათობით ჩანაწერში (192.168.1.15). ასეთი სახით მიღებულ მისამართს ეწოდება IP მისამართის ათობით-წერტილოვანი ჩანაწერი (decimal dotted) ან უბრალოდ IP მისამართი. ნახ. 4.3-ზე ნაჩვენებია ყოველ ნახ. 4.3. ბიტთან ასოცირებული მნიშვნელობა ოქტეტში შესაბამისი ბიტთან ასოცირებული მნიშვნელობა. როგორც ნახ. 4.3-დან ჩანს ოქტეტში ბიტების ნუმერაცია იწყება მარჯვნიდან. 0 – 255 შუალედიდან ნებისმიერი ათობითი მნიშვნელობის 4 მისაღებად ოქტეტში საჭიროა ოქტეტის იმ ბიტზე დავსვათ 1-ის ტოლი მნიშვნელობა, რომელიც ამ რიცხვის მისაღებად არითმეტიკულ გამოსახულებაში მონაწილეობს, ხოლო სხვა ბიტებიზე კი - 0-ის ტოლი მნიშვნელობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Internet History (ინგლისური) დაარქივებული 2017-10-02 საიტზე Wayback Machine.